პარლამენტმა ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" და „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ" კანონპროექტები განიხილა.

როგორც პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კანონპროექტის მიხედვით, მსხვერპლისათვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობის და კომპენსაციის გაცემის წესის დამტკიცების ვალდებულება 2025 წლამდე გადავადდება.

„პროექტით საქართველოს მთავრობას აქვს ვალდებულება ძალადობის მსხვერპლთათვის მოხდეს კომპენსაციის გაცემა მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად. ამასთან 2022 წლის 1 იანვრამდე მთავრობამ უნდა დაამტკიცოს მსხვერპლისთვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობა და გაცემის წესი. ძალადობის მსხვერპლთათვის შესაბამისი სერვისები უზრუნველყოფილი არის სახელმწიფოს მხრიდან როგორც კრიზისული ცენტრების ასევე, თავშესაფრების, იურიდიული, ფსიქოლოგიური კონსულტაციების და წარმომადგენლობების კუთხით ისევე, როგორც სრულად ხდება ჯანმრთელობის ზიანის ანაზღაურება. სერვისების უზრუნველყოფას და სერვისების ზრდას აღნიშნული გადავადება ხელს არ შეუშლის", - განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიამ.

პარლამენტმა, წარმოდგენილ კანონპროექტს 79 ხმით, 7 წინააღმდეგ მხარი დაუჭირა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა