სერგო ჩიხლაძე - „ქურდს რა უნდა და ბნელი ღამეო“ ზუსტად „ქართულ ოცნებაზეა“, ყველაფერს შეფარვით აკეთებენ, ღამით, „ქურდულად“

„ქურდს რა უნდა და ბნელი ღამეო“ ზუსტად „ქართულ ოცნებაზეა“, ყველაფერს შეფარვით აკეთებენ, ღამით, „ქურდულად“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა წევრმა სერგო ჩიხლაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში გადაყვანაზე ისაუბრა.

როგორც ჩიხლაძე განმარტავს, „ქართული ოცნება“ ცდილობს ყველა ვითარებიდან გამარჯვებული გამოვიდეს.

„ქართული ოცნება“ წლის ბოლოს ფიქრობს - „ ჩვენი ყველაფერი გავიტანოთ“. ფიქრობენ, რომ „თავი ქუდში აქვთ“, ფიქრობენ, რომ ყველა ვითარებიდან გამარჯვებულები გამოვიდნენ, ფიქრობენ, რომ დასავლეთს საქართველოსთვის არ სცალია, არ ექნება აჟიოტაჟი და ყველაფერს ახლა ასწრებენ, ახალი წლის წინა დღეებში. უნდათ ყველაფერი ახლა მოასწრონ, იქნება ეს მიხეილ სააკაშვილი, სახელმწიფო ინსპექტორი, თუ სასამართლო. ამ ყველაფერს შეფარვით აკეთებენ, ღამით, „ქურდულად“, „ქურდს რა უნდა და ბნელი ღამეო“ - ზუსტად „ქართულ ოცნებაზეა“ საუბარი.

მიხეილ სააკაშვილი თავდაპირველად ვერ გადაიყვანეს, აჟიოტაჟი, საზოგადოების, სამედიცინო და პოლიტიკური წრეებიდან გამოხმაურება ჰქონდათ, მაგრამ მივიდნენ და გუშინ ღამე, როდესაც არავინ ელოდა ეს გააკეთეს. ეს არის პირადი შურისძიება, აჩემება და ახირება“,- აღნიშნავს ჩიხლაძე.

როგორც ჩიხლაძე განმარტავს, მიხეილ სააკაშვილი სერიოზულ მკურნალობას და რეაბილიტაციის კურსს საჭიროებს, რომლის მიღება რუსთავის ციხეში შეუძლებელია.

"უჩვეულო გარემოში ვცხოვრობთ. „ქართული ოცნება“ ყოველდღე ცუდი „სიურპრიზებით“ გვამარაგებს. მე კითხვები არ მიჩნდება. ალბათ, ჩვენი პატარა შვილებიც დარწმუნდნენ, რომ ეს პოლიტიკური დევნაა. ამაზე კითხვა არ არსებობს არც საქართველოს შიგნით და არც დასავლელ პარტნიორებში. როგორც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელი, დარწმუნებული ვარ, მიხეილ სააკაშვილი სერიოზულ მკურნალობას და რეაბილიტაციის კურსს საჭიროებს, რომლის მიღება შეუძლებელია რუსთავის ციხეში. სამედიცინო მტკიცებულება არ არსებობს, რომ ის გადაყვანილიყო რუსთავის ციხეში“, - განმარტავს ჩიხლაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა