სალომე ზურაბიშვილი - „რა გითხრათ, რით გაგახაროთ?“ – კითხულობდა ილია და დღესაც უზარმაზარი თხრილის წინ დგას ქვეყანა - დღეს უარესი გვჭირს, მტერიც აღარ გვჭირდება, რომ ხელი გვკრას, მის საქმეს ჩვენვე ვაკეთებთ

გისურვებთ ბედნიერ ახალ წელს და ვისურვებდი ამ ქვეყნისთვის, რომ ჩვენ ამ წელსვე შევძლოთ ამ დიდი სურვილის ასრულება, შევძლოთ ერთმანეთის მოსმენა, შევძლოთ ერთმანეთისთვის აზრების გაზიარება, - ამ სიტყვებით საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოსახლეობას ახალი – 2022 წელი მიულოცა.

პრეზიდენტმა მისალოც სიტყვაში ყურადღება გაამახვილა ეროვნული შერიგების იდეაზე და იმედი გამოთქვა, რომ 2022 წელს ეს პროცესი განხორციელდება.

„რა გითხრათ, რით გაგახაროთ? რა მოვულოცოთ ჩვენს თავს?“ - კითხულობდა 124 წლის წინ ილია და დღესაც მინდება იგივე კითხვის დასმა. ილიასი არ იყოს ქვეყანა დგას უზარმაზარი თხრილის წინ და საკმაოა, ხელი გვკრან და გადავიჩეხებით, ოღონდ ილიას წუხილი უცოდინარობა, შრომის ნაკლებობა, მიზნის დაკარგვა იყო, ჩვენ კი დღეს უარესი გვჭირს, ერთმანეთი დავკარგეთ, ერთმანეთს ვეჯიკავებით ამ თხრილისკენ, მტერიც აღარ გვჭირდება, რომ გვკრას ხელი, მის საქმეს ჩვენვე ვაკეთებთ და ერთმანეთს ვკრავთ ხელს.

უკიდეგანო შური და ბოღმა, სიძულვილი და დაპირისპირება, მოკლევადიანი გეგმები და კიდევ უფრო მოკლე მჭვრეტელი ხედვა და სამაგიეროდ გრძელვადიანი და უსაფუძვლო ამბიციები - მთელი ძალისხმევა ჩემი ამ დღეებში და რასაც გავაგრძელებ მომავალ წელს და სანამ ამ თანამდებობაზე ვიქნები, რამეთუ ამ თანამდებობაზე მხოლოდ და მხოლოდ ამისთვის ვარ, მიმართულია იმისკენ, რომ როგორმე ერთმანეთთან მისასვლელი გზა, თუ გზები მოვნახოთ, მოვახერხოთ ის, რომ მოსმენით და საუბრით და არა შუღლით მოვახერხოთ ამ ქვეყნის გადარჩენა. ჩემი ამოცანაც ესაა. ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის მოვნახოთ ეროვნული თანხმობის გზა. არა ისე, როგორც ზოგი ავრცელებს, რომ ეს ვითომ კეთდება ერთი რომელიმე ადამიანის გათავისუფლებისთვის, არა. არა, იმისთვის, რომ ვიღაცისთვის და ვიღაცასთან შერიგება მე მოვახერხო, არა. ეს იმისთვის კეთდება, რომ ჩვენ შევძლოთ ელემენტარული მოსმენა და ერთმანეთთან შევთანხმდეთ იმ რაღაცებზე, რაც ამ ქვეყანას ააშენებს, რაც ამ ქვეყანას არა თუ გადაარჩენს, მაგრამ მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენ არასოდეს, მომავალ წელს და შემდეგ წლებს აღარ ვთქვათ, „რით გაგახაროთ?“.

გისურვებთ ბედნიერ ახალ წელს და ვისურვებდი ამ ქვეყნისთვის, რომ ჩვენ ამ წელსვე შევძლოთ ამ დიდი სურვილის ასრულება, შევძლოთ ერთმანეთის მოსმენა, შევძლოთ ერთმანეთისთვის აზრების გაზიარება და მე ვარ იმედიანად იმიტომ, რომ ამ დღეებში ერთი ნაბიჯით მაინც დავამტკიცეთ, რომ ყველას შეუძლია ამ სასახლეში მოსვლა, ამ სასახლეში დაჯდომა და შეგვიძლია ერთმანეთთან საუბარი. გილოცავთ დღევანდელ დღეს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია