ადვოკატების განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა შესაძლოა, პროტესტის უკიდურეს ფორმებს მიმართოს

თუ 6 იანვრამდე პრობლემები არ იქნება მოგვარებული და პენიტენციური სამსახური გადაწყვეტს, რომ კანონის სრული იგნორირებით გააგრძელოს უფლებების შელახვა, ამ შემთხვევაში სააკაშვილი მიმართავს პროტესტის უკიდურეს ფორმებს, - ამის შესახებ ადვოკატებმა რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადეს.

ადვოკატების ინფორმაციით, დამოუკიდებელ ექიმთა ჯგუფს სააკაშვილის მონახულების შესაძლებლობა არ ეძლევა მაშინ, როდესაც ამის მწვავე საჭიროება დგას. ამავდროულად, მათი თქმით, ადვოკატებისა და სააკაშვილის შეხვედრისას კონფიდენციალობა არ არის დაცული. აქედან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილს ორი მოთხოვნა აქვს - მასთან დამოუკიდებელი ექიმების ჯგუფი შევიდეს და კომუნიკაცია სრულყოფილად აღდგეს.

"თუ 6 იანვრამდე ეს პრობლემები არ იქნება მოგვარებული და პენიტენციური სამსახური გადაწყვეტს, რომ კანონის სრული იგნორირებით გააგრძელოს პოლიტიკური პატიმრის უფლებების შელახვა, ამ შემთხვევაში მიმართავს პროტესტის უკიდურეს ფორმებს. შემიძლია გითხრათ, რომ უკიდურესი ფორმა იქნება გამოყენებული, თუმცა რა ფორმა ამ ეტაპზე ვერ დავაზუსტებ“, - აღნიშნა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.

„ამ დრომდე დამოუკიდებელ ექიმთა ჯგუფს არ მიეცა შესაძლებლობა მიხეილ სააკაშვილის მონახულების მაშინ, როდესაც ამის მწვავე საჭიროება დგას. ამავდროულად, ჩვენი და მისი შეხვედრა ხორციელდება სრულიად იზოლირებულად ისე, რომ კონფიდენციალობა არ არის დაცული, ყველაფერი არის კონტროლის ქვეშ, რაც წარმოადგენს დაცვის უფლებების დარღვევას. ამასთან დაკავშირებით როგორც ადვოკატებს, ასევე მიხეილ სააკაშვილს გვაქვს პროტესტი. უნდა მოგვეცეს სააკაშვილთან კომუნიკაციის შესაძლებლობა ისევე, როგორც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანამდე იყო შესაძლებელი“, - აღნიშნა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ