ადვოკატი - მიხეილ სააკაშვილის მიერ შიმშილობის გამოცხადებას ვერ ჩავთვლი სწორ ნაბიჯად, რაც მას ვუთხარი კიდეც, იმედია, ამ რჩევას გაითვალისწინებს

ჩემი რჩევაა, რომ მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ჯანმრთელობას უნდა გაუფრთხილდეს, რადგან დასუსტებული ჯანმრთელობით ციხეში მყოფი სააკაშვილი მის პოლიტიკურ ოპონენტებს სურთ, მათ შორის ბატონ ივანიშვილს, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, გიორგი მშვენიერაძემ რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მშვენიერაძის თქმით, მან ურჩია სააკაშვილს, რომ შიმშილობა არ დაიწყოს.

„სწორედ ამიტომ, ვერ ჩავთვლი სწორ ნაბიჯებად ამ ეტაპზე მის მიერ შიმშილობის გამოცხადებას, რაც მას ვუთხარი კიდეც. იმედია, ამ რჩევას ის აუცილებლად გაითვალისწინებს, ვინაიდან ამით მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი იხეირებს.

მე პრეზიდენტ სააკაშვილის ნაცვლად ვერ აღვწერ მის მდგომარეობას. ის ამბობს, რომ მას სჭირდება სამედიცინო დახმარება, რომელიც უკავშირდება ნევროლოგიურ საკითხებს. როგორც ვიცი, მასთან კონსულტაციაზე იმყოფებოდა ექიმი, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულების კონტრაქტორია. მისივე განცხადების, სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამოიკვეთა, რომ მას სჭირდება კვალიფიციური სამედიცინო დახმარება", - განაცხადა მშვენიერაძემ.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რაც უფრო უკეთეს ხელშეკრულებას დადებ რუსეთთან, მით უფრო დიდია შანსი, რომ რუსეთი გარკვეულ ეტაპზე დაარღვევს - ერთადერთი გარანტიაა, თუ მასში მონაწილეობას მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოთამაშეები მიიღებენ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.05.2026
შპს „ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია“ „საოჯახო კალათის“ ინიციატივაში ერთვება
PSP-ს მხარდაჭერით Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ჩატარდა
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს