“ნაციონალური მოძრაობის” ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

“ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.

როგორც სხდომის დაწყებამდე პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, დღევანდელ პოლიტსაბჭოს სხდომაზე იმსჯელებენ იმაზე, თუ როგორი იქნება პარტიის სამომავლო სტრატეგია, როგორ აპირებენ ბრძოლის გაგრძელებას და რა იქნება მათი მთავარი მიმართულებები.

მათივე თქმით, პარტიის სამოქმედო გეგმის დღის წესრიგიდან არ მოხსნილა მოთხოვნა ვადამდელი არჩევნების ჩატარებასა და ხელისუფლების ცვლილებაზე, საუბარი სხდომაზე ამ საკითხსაც შეეხება.

გარდა ამისა, პარტიის ზოგიერთმა წევრმა არ გამორიცხა, რომ სხდომაზე საუბარი იქნება პარტიაში განსახორციელებელ სტრუქტურულ ცვლილებებზე, თუმცა კონკრეტულად, პარტიის რომელ წევრს შეეხება ცვლილება, ისინი არ აკონკრეტებენ და აცხადებენ, რომ ცვლილებისა თუ გეგმების შესახებ მედიასთან პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრებენ.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს