სალომე სამადაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ არაერთხელ მოუწია მიღებული გადაწყვეტილების რევიზია, რაც იმას ნიშნავს, რომ პარტიაში რაღაც ცვლილებებია საჭირო

„ნაციონალურ მოძრაობას“ არაერთხელ მოუწია მიღებული გადაწყვეტილების რევიზია, რაც იმას ნიშნავს, რომ ალბათ, პარტიაში რაღაც ცვლილებები საჭიროა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

მისი თქმით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნის საკითხი ყოველთვის იქნება დღის წესრიგში.

როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ცრუ დაპირებები არ უნდა გასცეს.

„ვადამდელი არჩევნები საპარლამენტო რესპუბლიკაში, ჩვენ რომ რეალურად საპარლამენტო რესპუბულიკა ვიყოთ, მუდმივად არის დღის წესრიგში. ამიტომ, აბსურდულია ერთის მხრივ, ხელისუფლების მოთხოვნა, რომ ეს მოთხოვნა მოხსენით დღის წესრიგიდან, ანუ ვადამდელი არჩევნები არ მოითხოვოთო. საპარლამენტო რესპუბლიკაში, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი კრიზისის მოგვარების გზა ვადამდელი არჩევნებია. საპარლამენტო რესპუბლიკაში ოპოზიციაც მუდმივად მზად უნდა იყოს ვადამდელი არჩევნებისთვის და ხელისუფლებაც. ამიტომ, აბსურდია საერთოდ იმაზე საუბარი, რომ ვადამდელი არჩევნებზე აღარ ვისაუბროთ. ვადამდელი არჩევნები მე კი არ მჭირდება, ვადამდელი არჩევნები სჭირდება ქვეყანას, რადგან ხელისუფლება როგორც მართავს ქვეყანას, ვისაუბრეთ და ყოველი დღე ამ მართვის ძალიან ძვირი უჯდებათ საქართველოს მოქალაქეებს. ამიტომ, ვადამდელი არჩევნები დღის წესრიგში არის და იქნება.

ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ყველგან, მათ შორის არასდროს მქონია აზრი, რომ აქციებს არ აქვს მნიშვნელობა. აქციებსაც აქვს მნიშვნელობა, ზეწოლის გაზრდის თვალსაზრისით. ჩვენ არ უნდა გავაჩინოთ ის, რაც აზიანებს ოპოზიციას და რაც არ უნდა გააკეთოს ოპოზიციამ, ეს არის ცრუ მოლოდინის შექმნა. ცრუ მოლოდინი არ უნდა შევქნათ და ჩემი აზრით, გარკვეული ნიჰილიზმიც იგრძნობა ადამიანებში. არ მიმაჩნია, რომ ვინმემ უნდა გასცეს დაპირება, რომ „ახლა აქციას ჩავატარებთ და ამ აქციის შედეგად, მეორე დღეს სხვა რეალობაში გავიღვიძებთ.“ გაცრუებული მოლოდინი საზოგადოებაში აზიანებს პოლიტიკურ პროცესს, ოპოზიციასაც აზიანებს და ზოგადად, პოლიტიკურ ბრძოლას. ამიტომ, რაც დღეს ოპოზიციას ყველაზე მეტად სჭირდება და სადაც ყველაზე მეტი რესურსი ოპოზიციამ უნდა ჩადოს, სხვადასხვა მიმართულებებია. ეს არის ადამიანებთან კავშირების შექმნა, ძალიან აქტიური მუშაობა მოქალაქეებთან, რომ ხიდები შევქმნათ, გავამყაროთ, სადაც საჭიროა. მოქალაქეებმა დაინახონ, რომ ჩვენ მათ ვთავაზობთ, რეალურ ალტერნატივას. მეორე არის, საერთაშორისო მიმართულება, - ზეწოლის გაზრდა და მესამე, საპარლამენტო ტრიბუნის და საპარლამენტო მექანიზმების გამოყენება ამ ხელისუფლების ლუსტრაციისთვის. ცრუ დაპირებები, „ხვალ შევიკრიბებით აქციაზე და ზეგ რაღაც სხვა რეალობაში გავიღვიძებთ“ - ყველა პოლიტიკური სუბიექტი და პოლიტიკური აქტორი ხვდება, რომ ეს მხოლოდ აზიანებს ოპოზიციას“, - განაცხადა სამადაშვილმა.

რაც შეეხება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მოსალოდნელ საკადრო გადაადგილების საკითხს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ საკადრო ცვლილებები საჭიროა იმისათვის, რომ პარტია უფრო თანმიმდევრული გახდეს.

„თუ გადავხედავთ გასულ თვეებს, „ნაციონალურ მოძრაობას“ არაერთხელ მოუწია მიღებული გადაწყვეტილების რევიზია, რაც იმას ნიშნავს, რომ ალბათ, რაღაც ცვლილებები პარტიაში საჭიროა, რომ უფრო თანამიმდევრული პოლიტიკა განახორციელოს ამ პოლიტიკურმა ძალამ. თანამიმდევრულობა არის ის, რაც არის საჭირო პოლიტიკურ პროცესში, ნებისმიერი პოლიტიკური აქტორისთვის და პოლიტიკური პარტიისთვის.

საერთოდ წესით, პარტიის თავმჯდომარე პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე არ უნდა იყოს. ამიტომ, არაფერი განსაკუთრებული ამაში არ იქნება, თუ ეს ასე მოხდება, რადგან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბევრი ცვლილება განიცადა და არც ვიცოდით, თუ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ფუნქციასაც ნიკა მელია ითავსებდა.

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს პარტია არის მნიშვნელოვანი მოთამაშე ოპოზიციურ სპექტრში და მე ამ ქვეყანაში ოპოზიციის გულშემატკივარი ვარ. მიმაჩნია, რომ ოპოზიციამ უნდა განიმტკიცოს საკუთარი პოლიტიკური პოზიციები. რასაც ვისურვებდი, როგორც ოპოზიციის გულშერმატკივარი, ეს არის მეტი თანამიმდევრულობა“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა