ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატისა და სენატის თავმჯდომარეებმა შალვა პაპუაშვილს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცეს

ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარემ მარკეტა პეკაროვა ადამოვამ და სენატის პრეზიდენტმა მილოშ ვისტრჩილმა შალვა პაპუაშვილს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცეს. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მისალოც წერილებში ხაზგასმულია ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა ჩეხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის.

ამასთან, ჩეხეთის პარლამენტის ზედა და ქვედა პალატის სპიკერები გამოთქვამენ იმედს, რომ ორმხრივი საპარლამენტო პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება ორი ქვეყნის ხალხების საკეთილდღეოდ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა