ლიეტუვის პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა

ლიეტუვის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ ვიქტორია ჩმილიტე-ნილსენმა შალვა პაპუაშვილს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

როგორც ვიქტორია ჩმილიტე-ნილსენის მისალოც წერილშია აღნიშნული, ლიეტუვა ზრუნავს იმისთვის, რომ საქართველო დარჩეს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ქვეყანამ გააძლიეროს ინსტიტუტები და განახორციელოს დემოკრატიული რეფორმები.

ლიეტუვას პარლამენტის თავმჯდომარემ გამოთქვა იმედი, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა და კონსტრუქციული საპარლამენტო დიალოგი გაგრძელდება. ამ მიზნით მან შალვა პაპუაშვილი ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა