ვანო მაჭავარიანი - თაღლითის იარლიყის მიწებება და ეს შავი ლაქა ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის საზოგადოებაში ავტორიტეტის ჩამოშლის მიზანს ემსახურება

თაღლითობის იარლიყის მიწებება და ეს შავი ლაქა ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის საზოგადოებაში ავტორიტეტის ჩამოშლის მიზანს ემსახურება, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვანო მაჭავარიანმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც „ფულის გათეთრების“ საქმეზე სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

მაჭავარიანის განცხადებით, ივანიშვილის მიზანი გააჩინოს განცდა, რომ მის გარდა ყველა თაღლითია, ვინც საქართველოში საქმეს აკეთებს.

„ყველაფერი მოსალოდნელი იყო, მაგრამ გათვლა არის, რომ ფაქტობრივად, საზოგადოებაში არსებული ნებისმიერი ავტორიტეტი ბიძინა ივანიშვილისთვის უბრალოდ არ უნდა არსებობდეს. როდესაც შენ ედავები მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს და ავთანდილ წერეთელს ფულის გათეთრებაში და ბანკისთვის ზარალის მიყენებაში, სადაც არც დაზარალებულია და არც ზარალია, რა თქმა უნდა, ეს არის ის პროცესი, რომელიც მართლა პოლიტიკურად იყო მოტივირებული ამ ადამიანების, ანაკლიის პორტის და ზოგადად საზოგადოებრივი ავტორიტეტების წინააღმდეგ. შენ მათ საზოგადოებაში აწებებ იარლიყს, რომ თურმე ისინი არიან თაღლითები. ეს ადამიანები არც ციხეს იმსახურებენ და არც თაღლითის იარლიყს. მათი ადგილი ნორმალურ ქვეყანაში სახელმწიფოს განვითარების გეგმაში მონაწილეობა იქნებოდა, რომელიც დღეს საქართველოს არ აქვს. ამიტომ, მოსამართლემაც როგორც ჩანს, ძალიან კარგად გაითავისა, რომ არანაირი მტკიცებულებები არ არის. თაღლითობის იარლიყის მიწებება და ეს შავი ლაქა ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის საზოგადოებაში ავტორიტეტის ჩამოშლის მიზანს ემსახურება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამ მიზნის შესრულება არ გამოუვათ. ამით ხელისუფლება საკენკს უყრის „ოცნების“ მხარდამჭერებს და იმ ადამიანებს, რომლებიც გაბრაზებულები არიან ხაზარაძე - ჯაფარიძეზე რომ თურმე თაღლითები არიან და ქართული ბანკებიც თაღლითია. პოლიტიკურ პროცესებში ხაზარაძე - ჯაფარაძის ჩართვა და სასამართლოს სამწლიანი პროცესი კიდევ ერთხელ მიუთითებს, რა მრუდ სისტემაში ვართ საქართველოში. მართლა უნდა დასრულდეს ეს პროცესი. ბიძინა ივანიშვილისთვის არამარტო პოლიტიკური, არამედ ბიზნეს-კონკურენტების ჩამოშორებაც არის წესი. ხაზარაძისთვის თაღლითობის მიწებება, რა თქმა უნდა, პრობლემას ტოვებს იმიტომ, რომ ხაზარაძე არ არის პოლიტიკოსი, ის მეტწილად ბიზნესმენია. საქართველოს სჭირდება ინვესტიციები და ამით ჩვენ მეტ ინვესტიციას ვერ მივიზიდავთ. გამოდის რა, ივანიშვილის გარდა ყველა თაღლითია, ვინც საქართველოში საქმეს აკეთებს? ეს ხომ აბსურდია. ამ საკითხით ხაზარაძე - ჯაფარიძე უფრო მეტად გამოთავისუფლდა პოლიტიკურ საქმიანობაზე კონცენტრაციისთვის, თუმცა იზამენ თუ არა ამას, გამოჩნდება“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა