ჯანდაცვის სამინისტროსთან სანატორიუმ „ქართლში“ შესახლებული დევნილების საპროტესტო აქცია დასრულდა

ჯანდაცვის სამინისტროსთან სანატორიუმ „ქართლში“ შესახლებული დევნილების საპროტესტო აქცია დასრულდა.

როგორც დევნილებმა მედიის წარმომადგენლებს განუცხადეს, ამაღამ პროტესტს სანატორიუმ „ქართლთან“ გააგრძელებენ, ხვალიდან კი სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან გადაინაცვლებენ.

„არ დარჩება საქართველოში სტრუქტურა და სამინისტრო, რომელთანაც ფეხით არ მივალთ. არ ვიცით ხვალ რა გველოდება და ღამეს სად გავათენებთ. დღეს დავიშლებით, აქ დგომას აზრი არ აქვს, პროტესტს სანატორიუმ „ქართლთან“ გავაგრძელებთ. ხვალ შესაძლებელია აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთანაც გავმართოთ, ასევე პრეზიდენტის სასახლესთან. ვეცდებით ჩვენი ხმა ყველას მივაწვდინოთ“, - განაცხადა აქციის მონაწილე დიანა დავლიანიძემ.

ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტროსთან დევნილები თემქიდან მსვლელობით მივიდნენ. ისინი ჯანდაცვის მინისტრთან პირადად შეხვედრას ითხოვდნენ. დევნილები პროტესტის გაგრძელებას და შიმშილობას აანონსებენ. მათივე ინფორმაციით, დღეს, აქციის გამართვამდე, ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრაზე იმყოფებოდნენ, სადაც მათი პრობლემა უნდა გადაჭრილიყო, თუმცა, სამინისტრო მხოლოდ ქირით გადასვლას სთავაზობს. დევნილებისთვის უცნობია დაფარავს თუ არა სახელმწიფო ქირის საფასურს.

ავთანდილ წულაძე - ტრამპს, პეკინის საპასუხოდ გარდა იმისა, რომ ევროპას და უკრაინას დაეხმაროს, სხვა სვლა აღარც აქვს დარჩენილი
ანდრო გოცირიძე - ხელისუფლების დაკარგვის შიშით „ქართულმა ოცნებამ“ პროდასავლური კურსი შეცვალა, ორიენტაცია დათმო, დემოკრატიას ძირი გამოუთხარა და რუსული ტიპის სახელმწიფოს მშენებლობას შეუდგა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.09.2025
„თიბისიმ“ აზიის განვითარების ბანკის „ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაჯილდოებაზე“ სამი ჯილდო მოიპოვა
1200 ადამიანზე გათვლილი საკონცერტო დარბაზი წინანდალში - „სილქ როუდ ჯგუფი“ ახალ პროექტს აანონსებს
ბაზისბანკი სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალური სპონსორია | კინოფესტივალს მესტია წელს მეხუთედ უმასპინძლებს
სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიხსნა
Porsche-ს ქართველი ენთუზიასტებისთვის დახურული Nürburgring Nordschleife