ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 108 შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 108 შემთხვევა დაფიქსირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 108 პირს დაუდასტურდა. ამასთან, კორონავირუსს ბოლო 24 საათის მანძილზე მსხვერპლი არ მოჰყოლია.

გუდაუთის ჯანმრთელობის დაცვის ცენტრში ამჟამად 83 პაციენტი მკრურნალობს, 32 მათგანის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 39 პაციენტი იმყოფება, მათ შორის 18 მძიმე მდგომარეობაშია.

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 38 673-ს შეადგენს, ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა კი 567-ს.