ბოლო 24 საათის განმავლობაში ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სააგენტო RES-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის ექიმების დაკვირვების ქვეშ 164 პირი იმყოფება.

პანდემიის დაწყების დღიდან ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 10 344 შეადგინა. ოკუპირებული “სამხრეთ ოსეთის“ დე-ფაქტო ხელისუფლება ვირუსით გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.