83 წლის ასაკში ჯანო ბაგრატიონი გარდაიცვალა

83 წლის ასაკში სპორტსმენი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი პრეზიდენტი, ჯანსუღ (ჯანო) ბაგრატიონი გარდაიცვალა.

ჯანსუღ ბაგრატიონმა 1963 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ხოლო 1977 წელს ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი - ფიზიკური კულტურისა და სპორტის სპეციალობით. სხვადასხვა წლებში ის იყო პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფიზაღზრდის კათედრის გამგე; თბილისის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე, სახელმწიფო სპორტკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; სპორტისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილე, სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საპატიო პრეზიდენტი.

ჯანსუღ ბაგრატიონს გამოქვეყნებული აქვს 18 სამეცნიერო მეთოდური ნაშრომი და ერთი მონოგრაფია. მას 1998 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება და ამავე წელს დაჯილდოვდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენითა და ღირსების ორდენით.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს