ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი - 2020-2021 წლების არჩევნები იყო მძიმე, სწორედ ამიტომ გვაქვს პოლიტიკური კრიზისი, ეს კრიზისი უნდა განიმუხტოს ნეიტრალური კანდიდატის შერჩევით

ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატის თენგიზ თევზაძის განცხადებით, ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კონკურსში თანაბარ პირობებზე საუბარი ძნელია.

როგორც მან კონკურსის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, თუ ვის წარადგენს პარლამენტში პრეზიდენტი, ამაზე პასუხისმგებლობას თვითონ სალომე ზურაბიშვილი აიღებს. თევზაძე მიიჩნევს, რომ ამ პოზიციაზე არჩეული უნდა იყოს ნეიტრალური კანდიდატი.

“რაც შეეხება იმას, თუ როგორია მოლოდინი, ორი მოლოდინია. ერთი ის, რომ აუცილებლად უნდა გაიზარდოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობა, როგორც საზოგადოებაში ისე პოლიტიკურ პარტიებში. ვფქირობ, რომ ამიტომ ნეიტრალური ადამიანის შერჩევა და პარლამენტისთვის წარდგენა მნიშვნელოვანი იქნება. მეორე - ვიცით, რომ ეს პროცესი არის იმ კანდიდატის მიმართ მორგებული, რომელიც წარმოადგენს მმართველ პოლიტიკურ პარტიას. ვიცით, როგორ მოხდა ცვლილებები, დაჩქარდა პროცედურები, მათ შორის ის, რაც შარლ მიშელის დოკუმენტით იყო გათვალისწინებული. აქედან გამომდინარე, რეალურად ვაფასებ მდგომარეობას, მაგრამ ვფიქრობ,რომ ყველა სამართლებრივი გზა უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ პროცესში რეალურად იყვნენ ჩართული ნეიტრალური ადამიანები“, - აცხადებს თევზაძე.

მისივე თქმით, ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებიდან მის გარდა, ყველა საარჩევნო ადმინისტრაციის წევრია, რაც ცხადყოფს, რომ კომისიას მისი გამოკლებით, საარჩევნო ადმინისტრაციის წევრების შეფასება მოუწევს.

“როგორ წარმოგიდგენიათ, კომისიამ რომელიმე მათგანი დაახარვეზოს ან არაკომპეტენტურად მიიჩნიოს. ესე იგი, კიდევ ერთხელ იქნება ხაზგასმული ის, რომ ეს ყველაფერი ამის პროცესია. თუმცა, მე გადავწყვიტე კონკურსში მონაწილეობა იქიდან გამომდინარე, რომ ყველა სამართლებრივი გზა უნდა იქნას გამოყენებული, რომ დემოკრატიული საზოგადოების წეს-წყობილებისთვის აუცილებელი ინსტიტუტები იყოს მყარად. საარჩევნო ადმინისტრაცია არის ის ორგანი, რომელიც განასაზღვრავს პოლიტიკურ სიმშვიდეს სახელმწიფოში. დღეს, ის, რომ 2020-2021 წლების არჩევნები იყო მძიმე, სწორედ ამიტომ გვაქვს პოლიტიკური კრიზისი. ეს კრიზისი უნდა განიმუხტოს რეალურად ნეიტრალური კანდიდატის შერჩევით”, - აცხადებს თევზაძე.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს.

კომისიის წევრები პირველ ეტაპზე ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებს გაესაუბრებიან, შემდეგ კი წევრობის მსურველებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ცესკოს თავმჯდომარეობის მსურველი 4 კანდიდატია, ხოლო ცესკოს წევრობის მსურველი - 7.

კერძოდ, ცესკოს თავმჯდომარეობა სურთ: თამაზ ფოლადაშვილს, თენგიზ თევზაძეს, გიორგი შაიშმელაშვილს და გიორგი კალანდარიშვილს. ხოლო ცესკოს წევრობის მსურველები არიან: ქრისტინე ქაჯაია; ლევან ისაკაძე; ციალა შავაძე; რუსუდან მუმლაძე-ავალიანი; მამუკა ხოლეგაშვილი; მაია ზარიძე და გია ცაცაშვილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა