გენადი არველაძე ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში მიმდინარე საქართველოს ვაჭრობის პოლიტიკის განხილვაში მონაწილეობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე 2015-2020 წლებში საქართველოს ვაჭრობის პოლიტიკის ამსახველი ანგარიშების განხილვაში მონაწილეობს, რომელიც შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის შტაბ-ბინაში მიმდინარეობს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, განსახილველად წარდგენილია ორი ანგარიში - პირველის ავტორია ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის სამდივნო, მეორის კი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

სხდომაზე საქართველოს სამთავრობო ანგარიშის მიმოხილვა წარადგინა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ, რომელმაც ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში არსებული სავაჭრო პოლიტიკის შესახებ, მან ასევე ისაუბრა საანგარიშო პერიოდში ვაჭრობის სფეროში დანერგილ რეფორმებზე და მათ განხორციელებაზე.

„2015-2020 წლებში საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის შესახებ მიმოხილვამ დიდი ინტერესი გამოიწვია ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრებს შორის. მათ შორის, ორგანიზაციის წევრი 14 ქვეყნის წარმომადგენლების მიერ დაისვა 230 - ზე მეტი შეკითხვა ქვეყანაში მიმდინარე სავაჭრო პოლიტიკის, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების და სხვა აქტუალური საკითხების ირგვლივ.

შეხვედრაზე ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების, მათ შორის, სტრატეგიული ქვეყნების წარმომადგენლებმა საქართველოს სავაჭრო პოლიტიკას მაღალი შეფასება მისცეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიების გამართვა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წინაშე საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებაა. ორგანიზაციის წესების თანახმად, მისი ყველა წევრი ვალდებულია პერიოდულად წარმოადგინოს ინფორმაცია ქვეყანაში არსებული სავაჭრო პოლიტიკის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს ორგანიზაციის წევრებს შორის გამჭვირვალობას და მრავალმხრივი საერთაშორისო სავაჭრო სისტემის ეფექტურად ფუნქციონირების ხელშეწყობას. საქართველო ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრია 2000 წლიდან. აქამდე, საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის განხილვა ორგანიზაციის მიერ ორჯერ 2009 და 2016 წლებში განხორციელდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა