ბოლო 24 საათის განმავლობაში ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 50 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 50 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ საინფორმაციო სააგენტო RES-ის ცნობით, ამ დროისთვის ექიმების დაკვირვების ქვეშ 247 პირი იმყოფება. პანდემიის დაწყების დღიდან ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 10 472 შეადგინა.
ოკუპირებული “სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ხელისუფლება ვირუსით გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.

























