გიორგი ვაშაძე - მთავრობას ხალხის ხმა არ ესმის, არ ესმის დევნილების ხმა და ადამიანები იძულებულები არიან, შემზარავი და სავალალო გადაწყვეტილებები მიიღონ

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე ყოფილ სანატორიუმ "ქართლში" მომხდარს ეხმაურება და გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.

გიორგი ვაშაძის თქმით, აღნიშნული ფაქტი ხელისუფლების დაუდევრობის და უმოქმედობის ბრალია. ვაშაძე ხელისუფლებასა და ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს, რომ შესაბამისი დახმარება დაუყოვნებლივ აღმოუჩინონ უკლებლივ ყველა ოჯახს

"ვუსამძიმრებ ზღვისუბანში გარდაცვლილი მამაკაცის ახლობლებსა და ოჯახის წევრებს. კიდევ ერთი ტრაგედია ხელისუფლების დაუდევრობით და უმოქმედობით!

130 ოჯახი რახანია ითხოვს, საცხოვრებლად საშიში პირობებიდან გამომდინარე, ფართებით უზრუნველყოფას, თუმცა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა, მათ არათუ პასუხი ვერ გასცა, ინტერესიც კი არ გამოუჩენია ამ უმწვავესი პრობლემის მიმართ.

დღეს ვიგებთ, რომ ერთ-ერთმა დევნილმა მოსახლემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

მთავრობას ხალხის ხმა არ ესმის, არ ესმის დევნილების ხმა და ადამიანები იძულებულები არიან, შემზარავი და სავალალო გადაწყვეტილებები მიიღონ.

კიდევ რამდენი ადამიანის სიცოცხლე უნდა შეეწიროს თქვენს უპასუხისმგებლობას და უყურადღებობას?!

საკმარისია! დრულად აღმოუჩინეთ სათანადო დახმარება ყველა ოჯახს!" , - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

შეგახსენებთ, ყოფილ სანატორიუმ "ქართლთან" დღეს ხმაური იყო. ადგილობრივების ინფორმაციით, შენობიდან მამაკაცი პროტესტის ნიშნად გადახტა. ყოფილ სანატორიუმში მცხოვრები დევნილები რამდენიმე დღეა მთავრობისგან ალტერნატიული ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვენ, მათი თქმით, შენობა ავარიულია და ყოფილ სანატორიუმში ცხოვრება საფრთხისშემცველია.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები ახალ საცხოვრებელ ფართებს 2022 წელს უპირობოდ მიიღებენ.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის