ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მულტიდისციპლინური სამედიცინო ცენტრი - კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 1 700-ზე მეტმა ადამიანმა ჩაიტარა

ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მულტიდისციპლინური სამედიცინო ცენტრი - კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 1 700-ზე მეტმა ადამიანმა ჩაიტარა

ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მულტიდისციპლინური სამედიცინო ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 1 700-ზე მეტმა ადამიანმა ჩაიტარა.

„იანვრის დასაწყისიდან ვაქცინაცია 92 პირს ჩაუტარდა. მათ შორის 70 Sputnik Light-ით აიცრა, 22 კი Sputnik V-თი“, - განაცხადა ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მულტიდისციპლინური სამედიცინო ცენტრის დირექტორმა თამარ სანაკოევამ.

ბოლო მონაცემებით, პანდემიის დაწყების დღიდან ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 10 472 შეადგინა. ოკუპირებული “სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ხელისუფლება ვირუსით გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.