ამირან გამყრელიძე -  არ უნდა გავთამამდეთ და არ უნდა ვთქვათ, რომ „ომიკრონს“, როგორც სურდოს ისე გადავიტანთ, „ომიკრონიც“ იწვევს გართულებას და დამძიმებას

შემთხვევების ზრდა გვექნება, ამის დამალვა არ შეიძლება და ვერც დამალავ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მსოფლიოში 4-5-ჯერ არის გაზრდილი ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი, შესაბამისად, ზრდა იქნება საქართველოშიც.

„3 მილიონზე მეტია მსოფლიოში შემთხვევა, როცა ყველა პიკზე, რომელიც მანამდე გვქონია, იქნებოდა უჰანი, "ალფა" თუ "ბეტა" შტამი, ახალი შემთხვევების რაოდენობა 800-900 000-ს არ გადასცილებია. ერთი თვეა მივეჩვიეთ, მილიონს, მილიონნახევარს, სამ მილიონს, გაზრდილია ოთხჯერ-ხუთჯერ ახალი შემთხვევების რაოდენობა, შესაბამისად გაიზრდება ჩვენთანაც ეს. ორი მძლავრი თეორიაა, რომ "ომიკრონი" შეიძლება პანდემიის დასრულების დასაწყისი გახდეს და მისი ენდემურ ინფექციად გადაქცევის და მეორე თეორიაა, რომელსაც ჯერჯერობით მხარს უჭერენ, რომ უნდა ვიყოთ ფრთხილად.

ივლისის თვისთვის მოსახლეობის 75% თუ არ იქნა აცრილი, რაც არის ჯანმო-ს სამიზნე, არაიმუნურ ფენაში შესაძლებელია ახალი შტამი წარმოიშვას ისევ. ახალი შტამის გაჩენის ალბათობა სწორედ არაიმუნურ ფენაში გახლავთ...

არ უნდა გავთამამდეთ და არ უნდა ვთქვათ, რომ „ომიკრონს“, როგორც სურდოს ისე გადავიტანთ. „ომიკრონიც“ იწვევს გართულებას და დამძიმებას. ამიტომ სჯობს, არ შეგხვდეთ „ომიკრონი“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო