ხათუნა სამნიძე - ვინც თვლის, რომ მთელი ოპოზიციის დღის წესრიგი უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, ის ნებსით თუ უნებლიედ ზიანს აყენებს ოპოზიციას და ქვეყანას

ვინც თვლის, რომ მთელი ოპოზიციის დღის წესრიგი უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, ის ნებსით თუ უნებლიედ ზიანს აყენებს ოპოზიციას და ქვეყანას, - ასე ეხმიანება “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე ნონა მამულაშვილის განცხადებას, რომ ეს საკითხი უნდა იყოს მთლიანი ოპოზიციის დღის წესრიგი.

მისი თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, განახლდება თუ არა სრულფასოვნად ოპოზიციის მუშაობა პარლამენტში, რადგან 2021 წელი იყო შესაძლებლობების წელი ამ მიმართულებით, რომელიც ხელიდან გაუშვა ოპოზიციამ.

როგორც სამნიძემ აღნიშნა, ოპოზიციის დღის წესრიგში კვლავ რჩება რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა, მაგრამ ამის პარალელურად საჭიროა ყველა მიმართულებით მუშაობა.

„წარმატებას ვუსურვებ მათ ახალ სამდივნოსთან დაკავშირებით, ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ეს აღმასრულებელი რგოლი და განახლდება თუ არა სრულფასოვნად ოპოზიციის მუშაობა პარლამენტში. ვფიქრობ, იქნება თუ არა ოპოზიციის მუშაობა სრულფასოვანი პარლამენტში, ამაზეა დამოკიდებული ზოგადად, როგორი იქნება განვითარება ამ ქვეყნის. ეს იქნება ჩემთვის გადამწყვეტი და იმედი მაქვს, ეს მუშაობა განახლდება. ვფიქრობ, რომ 2021 წელი იყო შესაძლებლობების წელი, რომელიც ხელიდან გავუშვით, შესაძლებელი იყო რამდენიმე საგამოძიებო კომისიის შექმნა, მაგრამ ხმები არ ეყო, შეიძლებოდა ზოგიერთ რთულ ვითარებაში რიგგარეშე სესიის მოწვევა, რასაც ასევე ხმები არ ეყო, ხაზს გავუსვამ რომ ოპოზიციის სრულფასოვნად მუშაობა გააძლიერებს ამ მიმართულებით ოპოზიციას და არ იქნება განცდა, რომ ოპოზიცია სუსტია ამ ქვეყანაში. არ არის ოპოზიცია სუსტი, მას სჭირდება კოორდინირება და ნაბიჯების ერთად გადადგმა,“ - განაცხადა სამნიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს