ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართება

ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართება

გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთში, დღეს, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის ფარგლებში კიდევ ერთი შეხვედრა შედგება.

როგორც ცნობილია, ქართული მხარე აღნიშნულ შეხვედრაზე საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონო ტყვეობაში მყოფი საქართველო მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხს დააყენებს. ამასთან, შეხვედრაზე განიხილავენ „მცოცავი ოკუპაციის“ საკითხსაც.

ცნობისთვის, საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ტყვეობაში ამჟამად საქართველოს 6 მოქალაქე იმყოფება. მათ შორისაა ყოფილი სამხედრო პირი მამუკა ჩხიკვაძე, რომელიც გავრცელებული ცნობებით, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია.