ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 215 შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 215 შემთხვევა დაფიქსირდა

დღე-ღამის განმავლობაში, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი 215 ადამიანს დაუდასტურდა. ამასთან, ბოლო 24 საათის მანძილზე კორონავირუსით არავინ გარდაცვლილა. ამის შესახებ ინფორმაციას მედია ავრცელებს.

მათივე თქმით, გუდაუთის ჯანმრთელობის დაცვის ცენტრში ამჟამად 77 პაციენტი მკურნალობს, 25 მათგანის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 40 პაციენტი იმყოფება, მათ შორის 20 მძიმე მდგომარეობაშია.

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 39 747-ს შეადგენს, ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა კი 585-ს.