შსს-სთან მიმდინარე აქციაზე, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, სადაც სამოქალაქო აქტივისტებისა და პოლიტიკური პარტიების ორგანიზებით აქცია მიმდინარეობს, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

აქციის მონაწილეები სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე სტიკერების - "არა მილიციას!” დაკვრას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა არ მისცეს. მათი განმარტებით, ადმინისტრაციული შენობის წინ სტიკერის დაკვრა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს.

„თქვენ არ ქმნით კანონს, თქვენ აღასრულებთ კანონს და ეს გეშლებათ სულ. მერია აჯარიმებს იერსახის დამახინჯებაზე და თქვენ როდესაც იერსახის დამახინჯებაზე დამიჭირეთ, მე სასამართლომ გამამართლა. ხელში მეჭირა სტიკერები და მომპარეთ. გამოხატვის თავისუფლება არის ის, რომ მე აქ მინდა დავაკრა სტიკერი, თქვენთვის ზოგადად უცხოა, გამოხატვის თავისუფლება რა არის საერთოდ. თქვენ არ გაქვთ უფლება, ვინმეს რამე მოუწოდოთ, როცა „მილიციელები“ ხართ უკვე, თქვენ აღარ ხართ პოლიციელები სამწუხაროდ”, - მიმართა პოლიციელებს „დროას“ წევრმა შუშანა მაცაბერიძემ.

ცნობისთვის, მეტროში შშმ პირზე ძალადობის საქმეზე ორი პოლიციელი, ნუკრი ბაქრაძე და კახა ბაკაშვილი დააკავეს.

კერძოდ, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეტროპოლიტენის სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი ნ.ბ.

ხოლო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავებულია ამავე სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი კ.ბ.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ