ტურიზმის ადმინისტრაცია - აუცილებლობის შემთხვევაში კოვიდსასტუმროს დამატება მოხდება, მაგრამ ამ ეტაპზე ეს საჭირო არ არის

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში არ გამორიცხავენ, რომ საჭიროების შემთხვევაში კოვიდსასტუმროების დამატება მოხდეს.

თუმცა, როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, ამ ეტაპზე აღნიშნულის აუცილებლობა არ არის.

„ქვეყანაში კოვიდსასტუმროების ნაკლებობის პრობლემა არ დგას. თავისუფალი ოთახების რაოდენობა დინამიურია და იცვლება ვითარებიდან გამომდინარე. თუ გახდა აუცილებლობა და საჭიროება, მოხდება სასტუმროს დამატება. ამ ეტაპზე ამის აუცილებლობა არ არის. კოვიდპროექტში ჩართულია 51 სასტუმრო: ჯამში 2385 ნომერი; დაკავებული - 2050 ნომერი; თავისუფალი - 335 ნომერი“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.

აშოტ სმბატიანი - სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობები არასდროს ყოფილა ისეთი ყოვლისმომცველი და მჭიდრო, როგორც დღეს არის
გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
მაგთის მობილურმა ქსელმა ინტერნეტის სიჩქარით მსოფლიოს ტოპ ათეულში მე-6 ადგილი დაიკავა
დუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების გამოწვევების შესახებ პანელური დისკუსია გაიმართა
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია