შალვა პაპუაშვილი - ყველა წევრი სახელმწიფოს წარმომადგენლისგან მოვისმინეთ მხარდაჭერა საქართველოს სურვილის მიმართ, გაწევრიანდეს ნატო-ში

საქართველოს პარლამენტის ახალარჩეული თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი პირველი ოფიციალური სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში შეხვედრებს მართავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, დღეს პარლამენტის თავმჯდომარე ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილეს, მირჩა ჯოანას შეხვდა.

ამასთან, დღესვე შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. პარლამენტის თავმჯდომარე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.

შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა რა გეგმები აქვს, საქართველოს პარლამენტს საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერებისა და დემოკრატიული რეფორმების გატარების მიმართულებით.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კომისიაზე, ყველა წევრი სახელმწიფოს წარმომადგენელმა გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს მიმართ როგორც ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, ასევე საქართველოს სურვილის მიმართ, გაწევრიანდეს ნატო-ში და კიდევ ერთხელ დადასტურდა ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა.

„საქართველო-ნატოს კომისიაზე, კიდევ ერთხელ, ჩვენ ყველა წევრი სახელმწიფოს წარმომადგენლისგან მოვისმინეთ მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, როგორც ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის ასევე საქართველოს სურვილის მიმართ, გაწევრიანდეს ნატო-ში და კიდევ ერთხელ დადასტურდა ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა და ის, რომ საქართველო გაწევრიანდება ნატო-ში. მნიშვნელოვანია, რომ მალე გაიმართება ნატოს სამიტი მადრიდში, რომელზეც სხვა საკითხებთან ერთად განხილული იქნება ნატო-ს ახალი სტრატეგია და საქართველოც მონაწილეობს ამ სტრატეგიის შექმნაში. საკუთარი წინადადებების წარმოდგენაც შემოგვთავაზეს.

ვფიქრობ, ამ კუთხით მნიშნელოვანი იქნება ეს სტრატეგია, რათა მასში აისახოს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები, ისევე როგორც ასპირანტი ქვეყნებისა და იმ ქვეყნების, რომლებსაც სურთ ნატო-ში გაწევრიანება, პერსპექტივის კიდევ ერთხელ დადასტურების და კონკრეტული გზავნილების კუთხით", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ფრიდმანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებამ იდეალური შესაძლებლობა შექმნა კომპანიის გაკოტრების და იქ სახელმწიფო მმართველის იმპერატიული დანიშვნისთვის, ამას კი „ბორჯომის“ ნაციონალიზაცია უნდა მოჰყვეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2022
იუველ ნოა ჰარარი - ყველაფერი სასწორზე დაიდო, რადგან პუტინმა დაანგრია უდიდესი ტაბუ, გლობალური წესრიგი - მას რომ შედეგისთვის მიეღწია, ეს მთელ მსოფლიოში გამოიწვევდა დესტაბილიზაციას
თამარ ალადაშვილი - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს ახალი ფუნქციები ემატება, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საზოგადოების გარემოსდაცვით საკითხებში ჩართულობას
„მაკდონალდს საქართველო“ Mc Happy Day-ის საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
დამზადებულია საქართველოში - „სავალი“ - კიდევ ერთი ახალი ქართული წარმოების ბრენდი „დრესაპ ჯგუფისგან“
ახალი ლიბერთი ადამიანებისთვის - ლიბერთის ახალი საპილოტე პროექტი
BTU-ს სტუდენტური სტარტაპების საგრანტო კონკურსის გამარჯვებული ცნობილია
ლიბერთი პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ სტრატეგიული პარტნიორი  გახდა