ამირან გამყრელიძე ვადაგახანგრძლივებულ „ფაიზერზე“ – არაფერი ვადაგასული არ არის, ის ვადიანია და თითქმის 95-97%-იანი დამცველობით უნარი აქვს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ვადაგახანგრძლივებულ „ფაიზერის“ ვაქცინას დამცველობითი უნარი დაბალი არ აქვს.

როგორც გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ქვეყანაში არსებული „ფაიზერის“ ვაქცინა „ძალიან კარგად იცავს“ ვირუსისგან ადამიანს და მას თითქმის 95-97%-იანი დამცველობით უნარი აქვს.

„ფაიზერის“ ვადა, რომელიც პირველ ეტაპზე 6 თვით იყო განსაზღვრული, თავად ამ კომპანიამ ძალიან ბევრი კვლევის შედეგად გაახანგრძლივა 6-დან 9 თვემდე, ამიტომ ვადაგასული ქვეყანაში არაფერია. მეც ამ ვაქცინით ვარ აცრილი, ჩემი ოჯახის წევრებიც, თანამშრომლებიც, ამიტომ ნუ არის მოარული მოსაზრებები, რომ წამალი ვადაგასულია! როგორ შეიძლება სახელმწიფომ მოსახლეობას ვადაგასული წამალი და ვაქცინა შესთავაზოს? არაფერი ვადაგასული არ არის, ის ვადიანია და კარგადაც მუშაობს. ამიტომ ყველას ვთხოვ, მივიდნენ და აიცრან, გაიკეთონ „ბუსტერი“. შემიძლია გითხრათ, რომ ისევ მაღალი დაცვა აქვს ნამდვილად. სამინისტრო ახალი პარტიის შემოტანის საკითხზეც მუშაობს. ამ დროისთვის საკმარისი რაოდენობა გვაქვს - 500 ათასი დოზა „ფაიზერი“ და 700 ათასი დოზა „სინოფარმი“, ასევე სინოვაკიც“, - განაცხადა გამყრელიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა