ბოლო 24 საათის განმავლობაში, ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 160 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 160 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ საინფორმაციო სააგენტო RES-ის ცნობით, რეგიონში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 360-ზე მეტი ტესტი ჩატარდა. ამ დროისთვის ექიმების დაკვირვების ქვეშ 1 152 პირი იმყოფება.
პანდემიის დაწყების დღიდან ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 11 582 შეადგინა, 10 430 პირი კი გამოჯანმრთელდა.
“სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ხელისუფლება ვირუსით გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.

























