DRI - 6 მედია პლატფორმის სარედაქციო პოლიტიკა პროპაგანდისტული, დეზინფორმაციული და პრორუსული დისკურსით ხასიათდება

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) „ულტრამემარჯვენე რიტორიკითა და სიძულვილის ენის ტირაჟირებით ცნობილი ონლაინ და მეინსტრიმული მედია პლატფორმების მესაკუთრეების და ყველაზე ხშირი რესპონდენტების შესახებ“ მიმოხილვას აქვეყნებს.

DRI-ის ინფორმაციით, მათ მიერ მიმოხილული ექვსი მედია პლატფორმიდან ორი - „ალტ-ინფო“ და „ობიექტივი“ სატელევიზიო მაუწყებლობის ლიცენზიას ფლობს და უშუალოდ არის დაკავშირებული ულტრამემარჯვენე პოლიტიკურ პარტიებთან, ამასთან, „ექვსივე მედია პლატფორმის სარედაქციო პოლიტიკა ხასიათდება პროპაგანდისტული, დეზინფორმაციული და პრორუსული დისკურსით“.

„ისინი წარმოადგენენ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს ულტრამემარჯვენე პოლიტიკურ აქტორების ხელში ამომრჩეველთა მობილიზებისა და საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის გასავრცელებლად. კერძოდ, 2021 წლის 7 დეკემბერს დაფუძნებული პოლიტიკური პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“ „ალტ-ინფოს“ ბაზაზეა შექმნილი, ხოლო მედია-კავშირი „ობიექტივის“ გამგეობის თავმჯდომარე 2014 წლამდე „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი იყო.

საკვლევ ობიექტებად ასევე შეირჩა მკვეთრად პრორუსული მედია გამოცემები „საქართველო და მსოფლიო“ და „საქინფორმი“. მათი მთავარი და სასურველი რესპონდენტები ხშირად არიან ულტრამემარჯვენე ლიდერები: დიმიტრი ლორთქიფანიძე, ნიკოლოზ მჟავანაძე, სანდრო ბრეგაძე, ზვიად ტომარაძე და სხვ. აღნიშნულ ონლაინ პლატფორმებზე ხშირად ზიარდება სტატიები საკვლევ ობიექტად შერჩეული კიდევ ერთი, პრორუსული საინფორმაციო სააგენტო „News Front”-დან. აღნიშნულ პლატფორმას მოსკოვიდან მართავს შოთა აფხაიძე, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული ქართულ ულტრამემარჯვენე ჯგუფ „ქართულ მარშთან“ და გამოირჩევა პრორუსული რიტორიკით. ულტრამემარჯვენე დღის წესრიგი აქვს ასევე „პოლიტიკანოს“, რომელიც ევგენი პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსულ საზოგადოებრივ ცენტრთან დაკავშირებული მედია პლატფორმაა. თავის მხრივ, პრიმაკოვის ცენტრი პირდაპირ კავშირშია ულტრამემარჯვენე ლიდერ დიმიტრი ლორთქიფანიძესთან, რომელიც 2018 წლიდან იკავებს პრიმაკოვის ცენტრის ხელმძღვანელის პოსტს.

ულტრამემარჯვენე ჯგუფები და მათი ლიდერები აქტიურად იყენებენ სოციალურ მედია პლატფორმებს საპროტესტო აქციების დაგეგმვისა და ორგანიზებისთვის. მედია გაშუქება კი ერთიორად ზრდის ულტრამემარჯვენე აქტორების საჯაროობას და მათ პოლიტიკურ-საზოგადოებრივ აქტივობებს მეტ ლეგიტიმაციას სძენს. მედიის პირდაპირი თუ ირიბი მხარდაჭერა, თავის მხრივ, განაპირობებს ულტრამემარჯვენე იდეების საზოგადოების ფართო წრეებში გავრცელებას და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მათ მობილიზაციასა და კონსოლიდაციას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის