სუს-ში სოფელ მეჯვრისხევში უკანონო ბორდერიზაციის ფაქტს არ ადასტურებენ, თუმცა, აღნიშნავენ, რომ სოფლის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეინიშნება გარკვეული უკანონო დესტრუქციული ქმედებები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში უკანონო ბორდერიზაციის ფაქტს არ ადასტურებენ.

თუმცა, როგორც „ინტერპრესნიუსს“ სუს-ში განუცხადეს, მეჯვრისხევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეინიშნება გარკვეული უკანონო დესტრუქციული ქმედებები.

„ფაქტთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. აღნიშნული ასევე განხილული იქნება ყველა შესაბამისი ფორმატის შეხვედრაზე“, - აცხადებენ უწყებაში.

ცნობისთვის, მედიასაშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოკუპანტებმა ე.წ. ბორდერიზაციის მოსამზადებელი სამუშაოები ამჯერად სოფელ მეჯვრისხევში განახორციელეს. მათ სოფლის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე თეთრი ნიშნულები დატოვეს. სასაფლაოს გარდა, ამ ტერიტორიაზე ორი საცხოვრებელი სახლია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა