სახალხო დამცველი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სტრასბურგში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ქალბატონ მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩს შეხვდა. ინფორმაციას სახალხო დამცველის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე სახალხო დამცველმა საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა მიმოიხილა; ხაზი გაუსვა დამოუკიდებელი დემოკრატიული ინსტიტუტის წინაშე არსებულ გამოწვევებს, მათ შორის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დაჩქარებული და გაუმჭვირვალე პროცესით გაუქმებას, ასევე, სახალხო დამცველის წინააღმდეგ მიმდინარე თავდასხმებს. სახალხო დამცველის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე აქცენტი გაკეთდა ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებსა და მათ არასათანადო გამოძიებაზე.

„სახალხო დამცველმა მადლობა გადაუხადა ევროსაბჭოს მხარდაჭერისთვის, ხაზი გაუსვა ევროსაბჭოს სხვადასხვა ინსტიტუტებთან აპარატის თანამშრომლობის მნიშვნელობას, რაც წლებია წარმატებით მიმდინარეობს და თხოვნით მიმართა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, პოლიტიკურ დღის წესრიგში შეიტანოს ევროსაბჭოს ინსტიტუტების მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის მონიტორინგი. მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა დახმარების მზადყოფნა დაადასტურა და სახალხო დამცველის აპარატს ადამიანის უფლებების დაცვით საქმიანობაში სამომავლო მხარდაჭერა გამოუცხადა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს