IBSU-ს არქიტექტურის ინგლისურენოვანმა პროგრამამ აკრედიტაციის საბჭოს შვიდწლიანი აკრედიტაცია მიიღო

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამამ, რომელიც ერთადერთი ინგლისურენოვანი პროგრამაა საქართველოში, ეროვნული ხარისხის განვითარების ცენტრის აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, შვიდწლიანი აკრედიტაცია მოიპოვა. ინფორმაციას უნივერსიტეტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია არქიტექტორის პროფესიისათვის აუცილებელი, საფუძვლიანი თეორიული ცოდნითა და უნარ-ჩვევებით აღჭურვილი არქიტექტურის ბაკალავრის მომზადება, ასევე სტუდენტთა უზრუნველყოფა პრაქტიკული გამოცდილებით სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებში.

“აკადემიურ და ადმინისტრაციულ ასპექტებზე ვიმუშავეთ პროგრამაში ჩართულ ლექტორ-მასწავლებლებთან ერთად. აგრეთვე, გავითვალისწინეთ რამდენიმე ევროპული არქიტექტურული სკოლის პროფესორისა და პოტენციური დამსაქმებლების აზრი და რჩევები. საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი შეუძლია გახდეს ნებისმიერს, ვისაც აქვს საშუალო განათლება და წარმატებით ჩააბარებს ერთიან ეროვნულ გამოცდებს. მესამე არჩევითი საგანი შეიძლება იყოს მათემატიკა ან ფიზიკა. აბიტურიენტს ასევე მოეთხოვება მის მიერ უკვე შესრულებული გრაფიკული ნამუშევრების წარდგენა“,- განაცხადა პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი წანაწყენიშვილმა.

მისი თქმით, აქამდე პროგრამას ჰქონდა 4-წლიანი აკრედიტაცია და მალე ეყოლება კურსდამთავრებულებიც.

„არქიტექტურის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის მიმართ დიდია ინტერესი უცხოელი სტუდენტების მხრიდან, შესაბამისად პროგრამის სტუდენტთა ნახევარზე მეტი უცხოელია. ხოლო ქართველი სტუდენტები, რომლებიც წარმატებით ეუფლებიან პროფესიას ინგლისურ ენაზე, აქვთ შანსი ჩაერთონ და დასაქმდნენ საერთაშორისო საპროექტო ორგანიზაციებში,“- აღნიშნა გიორგი წანაწყენიშვილმა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში არქიტექტურის ინგლისურენოვანი პროგრამა 2018 წლიდან არსებობს.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია