ორხევის დასახლებაში მცხოვრები, რომლის სახლის დემონტაჟიც დღეს მუნიციპალურმა სამსახურმა განახორციელა, თბილისის მერთან შეხვედრას ითხოვს

ორხევის დასახლებაში მცხოვრები კახა ილურიძე, რომლის სახლის დემონტაჟიც დღეს მუნიციპალურმა სამსახურმა განახორციელა, თბილისის მერ კახა კალაძესთან შეხვედრას ითხოვს.

როგორც ილურიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტა, სანამ სახლის დანგრევის შესახებ გააფრთხილებდნენ, თბილისის მერიაში კახა კალაძის სახელზე შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადება ჰქონდა დაწერილი, თუმცა თბილისის მერს არ შეახვედრეს და სახლი მანამდე დაანგრიეს.

მისივე თქმით, აღნიშნულ ადგილზე დასახლება და სახლის უკანონოდ აშენება მისი ბრალეულობით არ მომხდარა.

„2013 წლის მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარი სტიქიის შემდეგ აქ ვცხოვრობ, კომპენსაციას, რომელიც გადამიხადეს, ხელს არ ვაწერდი. ვთხოვე, თანხა მოეცათ და ამით ამეშენებინა, მითხრეს, ქალაქგარეთ შეგიძლია გასვლაო. ჩავდე ბანკში სახლ-კარი, ამ ადგილზე რომ მოვედი და ვურეკავდი ტელეფონს, აღარ იღებდა. ამ სახლიდან არ გავდივარ, საქონელი მყავს და ბანკის ვალებს აქედან ვიხდი. რომ მოვიდნენ, ბინაში ვიმყოფებოდი, გამომიყვანეს ძალით. სანამ დანგრევაზე გაგვაფრთხილებდნენ, დაწერილი მქონდა განცხადება კახა კალაძის სახელზე, შეხვედრა მინდოდა, არ შემახვედრეს და იქამდე დაანგრიეს. შემხვდეს ბატონი კახა კალაძე, თუ ვიტყუები ბოდიშს მოვუხდი ტელევიზიით. ჩემით არ მოვსულვარ ამ ადგილზე, სულ არ ვიცოდი ვარკეთილის მეურნეობა და ორხევი რა იყო. ჩემი ბრალი არ არის, რომ უკანონოდ ავაშენე სახლი და უკანონოდ ვარ აქ”, - აღნიშნა კახა ილურიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს