პრეზიდენტი - საზოგადოება გადაიღალა - თუ რაღაც არ ვიღონეთ და ერთ ჯადოსნურ წრეზე ვიარეთ, ქვეყანა წინ ვერ წავა

საზოგადოება დაიღალა, გადაიღალა - ჩვენ თუ რაღაც არ ვიღონეთ და ვიარეთ ერთ ჯადოსნურ წრეზე, ვტკეპნეთ ერთი და იგივე ადგილი, ჩვენი ქვეყანა ვერ წავა წინ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს დაპირისპირება, რაც ქვეყანაში გროვდება, საქმიან ურთიერთობაში უნდა გადავიდეს.

„ძალიან ბევრი კითხვა წარმოიშვა ეროვნული თანხმობის პროცესზე. მიღებებზე მქონდა საშუალება აქცენტები, სხვადასხვა კუთხით, ამ პროცესის შესახებ გამეკეთებინა. მინდა ვთქვა, რომ ეს პროცესი არის ჩემი გადაწყვეტილება იმაზე, რაც ბოლო პერიოდში ყველასთვის აშკარა გახდა. საზოგადოება დაიღალა, გადაიღალა და ორი თემა არის რეალურად საზოგადოებაში: 1. რა გვეშველება და 2. როგორ და რამ უნდა გვიშველოს. მგონი, ჩვენ თუ რაღაც არ ვიღონეთ და ვიარეთ ერთ ჯადოსნურ წრეზე, ვტკეპნეთ ერთი და იგივე ადგილი, ჩვენი ქვეყანა ვერ წავა წინ. ეს არის ჩემი დასკვნა ამ სამი წლის განმავლობაში, რაც ჩემი საპრეზიდენტო მანდატი გავიდა. კიდევ სამი წელი რჩება. მიმაჩნია, რომ ამ საზოგადოების განცდას წარმოვადგენ. ეს დაპირისპირება, რაც ჩვენს ქვეყანაში გროვდება, რაღაცნაირად საქმიან ურთიერთობაში უნდა გადავიდეს. ეს არ იქნება ჯადოსნური ერთიანობა, რომელიც ერთ დღეში შეიქმნება; ეს არ არის პოლიტიკური პარტიების შერიგება; ეს არ არის ჩემი პროცესი და ჩემი ინიციატივა. ეს არის ჩემი დაწყებული და ინიცირებული პროცესი, რომელიც იქნება საზოგადოებრივი პროცესი და რომელშიც ყველა უნდა იყოს ჩართული. რითი იწყება ეს პროცესი? ჩვენ წარსულზე და წარსულის არცერთ ფურცელზე რეალურად არ ვართ შეთანხმებული, არ გვაქვს სახელმწიფო თუ ეროვნული ისტორია არ გაგვაჩნია, თუნდაც ბოლო 30 წლის. ჩვენ ვზეიმობთ დამოუკიდებლობის 30 წელს და რეალურად უკან თუ გავიხედებით, არაფერზე არ ვართ შეთანხმებული. ისტორიის არცერთ ფურცელზე და ეს ნიშნავს რას? რომ ყველა ოჯახში არსებობს ამ ოჯახის ისტორია, ამ „ფურცლების“ ახსნა- განმარტება. ეს იმასაც ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ შევთანხმდებით დღევანდელ დღესა და მომავალზე. ჩვენი დაპირისპირება გროვდება სხვადასხვა შრეებად და ჩაბეტონებულია. ეს თუ არ დავძლიეთ, შეიძლება უფრო გაღრმავდეს და ჩვენ ვერ ვაშენოთ ის ქვეყანა, როგორც ყველას გვინდა, დემოკრატიული, ევროპული, ძლიერი სახელმწიფო. ეს არის ჩემი მოვალეობა, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტის, რომელიც არის პასუხისმგებელი ერთგვარ ერთიანობაზე, არა ჯადოსნური ერთიანობა და არა ის, რომ ყველაფერზე შევთანხმდებით. ეს ილუზიაა, რომელსაც არ მივეცემი, მაგრამ ჩვენ რაღაცებზე უნდა შევთანხმდეთ!“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა