სალომე ზურაბიშვილი სამი პრეზიდენტის შეხვედრაზე - ამაზე დიდი მაგალითი მივეცი საზოგადოებას, როცა იმ ადამიანებს შევხვდი, რომლებმაც წლების განმავლობაში სხვადასხვა ეპითეტით შემამკეს

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, საზოგადოებას მან დიდი მაგალითი მისცა, როდესაცეროვნული თანხმობის ფარგლებში იმ ადამიანებს შეხვდა, ვინც „მას წლების განმავლობაში სხვადასხვა ეპითეტით ამკობდა“.

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, კარგი მაგალითი იქნებოდა თუ არა ეროვნული თანხმობისთვის სამი პრეზიდენტის შეხვედრა.

როგორც პრეზიდენტი განმარტავს, საზოგადოებას არ უნდა ჰქონდეს ცდუნება, რომ ეროვნული „თანხმობა ჯადოსნურად გადაწყდება, ვიღაცების შერიგება - გარიგებით“.

„მგონი, ამაზე დიდი მაგალითი მივეცი, როდესაც შევხვდი ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც რამდენიმე წლის განმავლობაში მე შემამკეს სხვადასხვა ეპითეტით. არ მინდა, რომ ეს დაკავშირებული იყო ჩემს ქმედებებთან და არაქმედებასთან.

მე მაქვს ინიციატივა, რომელსაც ყველანაირად, სადაც შევძლებ, მინდა, რომ გავაძლიერო ეს საზოგადოებრივი პლატფორმა. არ მივცე საზოგადოებას მოსაზრება, თუ ცდუნება, რომ ეს გადაწყდება ჯადოსნურად, ვიღაცების შერიგება - გარიგებით. ვინც არ უნდა იყოს ეს, გინდაც ყველაზე მაღალ ვერტიკალზე“,- განმარტავს პრეზიდენტი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა