გიგა ბოკერია - ჩვენ შევძელით საერთაშორისო ასპარეზზე უკრაინის მიმართ ქართული საზოგადოების მხარდაჭერის გატანა, ამიტომ ნიშანდობლივია, რომ ასე აგრესიულად გამოეხმაურნენ რუსეთის წარმომადგენლები აქციას

„ქართული ოცნების“ სამარცხვინო საქციელის ფონზე ჩვენ შევძელით იმის დემონსტრირება და საერთაშორისო ასპარეზზე გატანა, რომ ეს მთავრობა ქართველების კრიტიკულ მასას არ წარმოადგენს, მათ შორის, უკრაინულ და საერთაშორისო სოციალურ მედიაში, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია რუსეთის მიერ საქართველოს საგარეო უწყებისთვის გამოგზავნილ დიპლომატიურ ნოტას.

გიგა ბოკერიას შეფასებით, „ევროპული საქართველოს“ აქცია იყო ეფექტური, ამიტომ ნიშანდობლივია, რომ ასე აგრესიულად გამოეხმაურნენ ამ აქციას.

„ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ პუტინის რუსეთისგან მთელ მსოფლიოში გარდა პირდაპირი სამხედრო აგრესიისა, საქართველოში, უკრაინაში, მიმდინარეობს ომი ე.წ. მორალური უპირატესობისთვის.

ჩვენ ამას უნდა დავუპირისპიროთ მკაფიო მორალური პოზიცია, მტკიცე პოზიცია, რაც ამავდროულად პრაგმატული პოზიციაა და ეფექტურები უნდა ვიყოთ.

ჩემი აზრით, „ევროპული საქართველოს“ აქცია იყო ეფექტური. ჩვენი მთავრობის სამარცხვინო საქციელის ფონზე ჩვენ შევძელით ამის დემონსტრირება და საერთაშორისო ასპარეზზე გატანა, მათ შორის უკრაინულ და საერთაშორისო სოციალურ მედიაში. ის, რომ ეს მთავრობა ქართველების კრიტიკულ მასას არ წარმოადგენს, ძალიან ეტკინათ ისე, როგორც ეფექტური ფორმა ჩვენი მტრული სახელმწიფოს წარმომადგენლებს, ამიტომ ნიშანდობლივია, რომ ასე აგრესიულად გამოეხმაურნენ „ევროპული საქართველოს“ აქციას“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, 26 იანვარს რუსეთის ყოფილ საელჩოსთან, „ევროპული საქართველოს“ ორგანიზებული უკრაინის მიმართ მხარდამჭერი აქცია სახელწოდებით „Слава Україні! ბოროტსა სძლია კეთილმან“ გაიმართა.

ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2023
ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს