მინისტრის მოადგილემ ფრანგულ მხარესთან თანამშრომლობის ფორმატში მიმდინარე საკითხები განიხილა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ოთარ შამუგია საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩ დიეგო კოლას, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს ევრაზიის რეგიონულ დირექტორ სესილ კუპრის და ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელს სამხრეთ კავკასიაში მაჩიე ჩურას შეხვდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებს შორის შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის ფორმატში მიმდინარე აქტუალური საკითხები განიხილეს.

„ყურადღება გამახვილდა ზემო სამგორის საირიგაციო სისტემის რეაბილიტაციის პროექტზე. მინისტრის მოადგილემ ევროპის საინვესტიციო ბანკს მადლობა გადაუხადა ზემო სამგორის საირიგაციო პროექტის მომზადების მხარდასაჭერად გაწეული საკონსულტაციო მომსახურებისთვის.

საუბარი შეეხო მიწის მართვის, მესაქონლეობის, ასევე, კლიმატის ცვლილების და ბუნებრივი რესურსების დაცვის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებსაც.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს, საფრანგეთის განვითარების სააგენტომ (AFD) სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, 300,000 ევროს ოდენობის გრანტი გამოყო. AFD-ის მხარდაჭერა მიწის მდგრადი მართვის ფრანგული მოდელის შესწავლას, საფრანგეთის მიწის სააგენტოს „SAFER” საქმიანობის გაცნობას და საქართველოში მიწის მდგრადი მართვის მოდელის დანერგვის პერსპექტივების განხილვას და შეფასებასაც ითვალისწინებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2023
ვახტანგ ძაბირაძე - ხელისუფლებას რუსეთის მიმართ კაპიტულაცია აქვს გამოცხადებული, ამისთვის შინაგანად მზაობის დასტურია ის განცხადებები, რასაც ხელისუფლებისგან ვისმენთ
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
სამი ამბავი, რის შემდეგაც „ნაცრისფერი“ iPhone-ის ყიდვას გადაიფიქრებთ
კარფურის ახალი კამპანია - „ქართული პროდუქტები“