ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის რეკორდული, 701 შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის რეკორდული, 701 შემთხვევა დაფიქსირდა. ამასთან, ბოლო 24 საათის მანძილზე კორონავირუსს აფხაზეთში 1 ადამიანი ემსხვერპლა. მედიის ინფორმაციით, ამჟამად გუდაუთის ჯანმრთელობის დაცვის ცენტრში 77 პაციენტი მკურნალობს, 26 მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 41 პაციენტი იმყოფება, მათ შორის 20 მძიმე მდგომარეობაშია.

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 42 766-ს შეადგენს, ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა კი 591-ს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა