გიგი წერეთელი - არ ვიცი, რა ვუწოდო რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას, რომ აქციის დროს საელჩოს ყოფილ შენობაში შუქი ჩაქრა, ჩვენ ეს არ გვინახავს - ეს აჩვენებს რუსული  პოლიტიკის სახეს

საქართველოს ხელისუფლების აბსოლუტურად მიუღებელი სიჩუმის ფონზე უკრაინასთან დაკავშირებით, რაც “ევროპულმა საქართველომ” გააკეთა, სწორი და საჭირო პოზიციაა - რუსეთის განცხადება კი მკაფიო მაგალითია პროპაგანდის, რომ “რუსეთი არაფერშია დამნაშავე, ის არასდროს არაფერს აშავებს”, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელმა პარტიის ოფისის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა “ევროპული საქართველოს” აქციის შემდეგ რუსეთის მიერ საქართველოს საგარეო უწყებისთვის გამოგზავნილ დიპლომატიურ ნოტას.

მისი თქმით, რუსეთი ცდილობს პროპაგანდისტული უპირატესობა მოიპოვოს.

“ორი ძირითადი მესიჯია, რომელიც შეიძლება გამოვყოთ - ერთი ის, რომ ეს განცხადება არის მკაფიო მაგალითი რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდის, როდესაც ყოველთვის ასე ხდება და ასეთი სტრატეგია აქვთ, რომ რუსეთი არაფერშია დამნაშავე, ის არასდროს არაფერს აშავებს. ცდილობენ პროპაგანდისტული უპირატესობა მოიპოვონ. არ ვიცი, რა ვუწოდო იმას, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელიც პრაქტიკულად ყოველთვის მხარს უჭერს ყველა საერთაშორისო დოკუმენტის დარღვევას, ფეხქვეშ გათელვას, ახლა საუბრობს იმაზე, რომ თურმე საელჩოს ყოფილ შენობაში შუქი ჩაქრა. ჯერ ერთი, ჩვენ არც გვინახავს, ჩაქრა თუ არა. თავადაც მარტივად ჩააქრობდნენ და ამას გამოიყენებდნენ საპასუხოდ. ეს აჩვენებს დღევანდელი რუსული ხელისუფლების პოლიტიკის სახეს. მეორე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობის და აბსოლუტურად მიუღებელი სიჩუმის ფონზე უკრაინასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი პროტესტი სწორი პოლიტიკური პოზიციონირება, რაც “ევროპულმა საქართველომ” გააკეთა, არის სწორი, მართალი და საჭირო პოზიცია. ამაზე რუსეთის რეაქციაც ამაზე მიუთითებს”,- განცხადა გიგი წერეთელმა.

ცნობისთვის, რუსეთი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საპროტესტო ნოტას უგზავნის. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ალექსეი ზაიცევმა განაცხადა. მისი თქმით, 26 იანვარს, საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციის შენობის წინ ოპოზიციის აქციის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, სექციაში ელექტროენერგიის ძირითადი და სარეზერვო ელექტრომომარაგების წყაროები გაითიშა.

რაც შეეხება აქციას, 26 იანვარს რუსეთის ყოფილ საელჩოსთან, „ევროპული საქართველოს“ ორგანიზებული უკრაინის მიმართ მხარდამჭერი აქცია სახელწოდებით „Слава Україні! ბოროტსა სძლია კეთილმან“ გაიმართა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო