ნიკა ობოლაძე - სახელმწიფოს 2 წელიწადში შეუძლია უსაფრთხო, ღირსეული გარემო შეუქმნას იძულებით გადაადგილებულ პირებს, მთავარია, პოლიტიკური ნება არსებობდეს

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ იძულებით გადაადგილებული პირებისთვის საცხოვრებლის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით კონკრეტული შეთავაზება აქვს.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა ობოლაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობები უნდა შეიქმნას და ამისთვის საჭიროა პრიორიტეტები სწორად იყოს გადანაწილებული.

„ქვეყანაში არის იძულებით გადაადგილებული დაახლოებით 49 ათასი ოჯახი, რომელიც საცხოვრებელს ელოდება. 49 ათასი ოჯახიდან დაახლოებით 9 ათასი ოჯახი ცხოვრობს ისეთ ქონებაში, სადაც მცირე დახმარების და ინვესტიციების ხელშეწყობის შედეგად ისინი საცხოვრებლით უზრუნველყოფილი იქნებიან. საერთო ჯამში, ჩვენ გვყავს 40 ათასი ოჯახი, ვისაც საცხოვრებლით უზრუნველყოფა სჭირდება. 40 ათასი ოჯახი რომ დაკმაყოფილდეს, ამისთვის ერთ ოჯახზე საშუალოდ 60 კვ. მეტრი საცხოვრებელი ფართი გამოიყოფა. გამოდის, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს 2,4 მილიონი კვ.მ საცხოვრებელი ფართი. თუ გამოირიცხება კორუფცია, თუ შევხედავთ პროექტის მასშტაბურობას, თუ შევხედავთ იმას, რომ სახელმწიფოს ქონებაზე არის უამრავი მიწის ნაკვეთი, რომელიც სამშენებლოდ გამოდგება, გამოდის, რომ ფაქტობრივად, ჩვენ შეგვიძლია 1500 ლარის ფარგლებში ავაშენოთ 1 კვ . საცხოვრებელი ფართი. საბოლოოდ, პროექტის ღირებულება არის 3,6 მილიარდი ლარი, რომლითაც მთლიანად იქნება უზრუნველყოფილი იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელი” , - განაცხადა ობოლაძემ.

მისი თქმით, ეს არის ჯამურად, 2 წლის ბიუჯეტის 9%.

„2 წელიწადში სახელმწიფოს შეუძლია უსაფრთხო, ღირსეული გარემო შეუქმნას იძულებით გადაადგილებულ პირებს. მთავარია, ამის პოლიტიკური ნება არსებობდეს. დღეს არსებობს პოლიტიკური ნება, რომელიც ამბობს, რომ კიდევ 18-20 წელი არ დაკმაყოფილდებიან ეს ადამიანები საცხოვრებლით“,- განაცხადა ობოლაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს