მამუკა მდინარაძე - „ნაცმოძრაობისა“ და გახარიას პარტიის პოლიტიკური ქორწინება ხელს ვერ შეუშლის კონკრეტულ რაიონებში იმ გამოწვევებთან ბრძოლას, რაც მოსახლეობას აწუხებს

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობისა“ და გიორგი გახარიას პარტიის „პოლიტიკური ქორწინება“ ხელს ვერ შეუშლის კონკრეტულ რაიონებში იმ გამოწვევებთან ბრძოლას, რაც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს.

მან ჟურნალისტებთან სამეგრელოში გამართული შეხვედრები შეაფასა და განაცხადა, რომ საუბრის მთავარი თემა პარტიის საორგანიზაციო საკითხები იყო.

„ჩვენი საუბრის და განხილვის თემა იყო პარტიის საორგანიზაციო საკითხები, ასევე ის საკითხები, რაც იმ სიტუაციას ახასიათებს, როდესაც არ არსებობს უმრავლესობა კონკრეტულ რაიონებში და აქ ნაკლები პრობლემები უნდა იყოს. ამ სიტუაციამ რაიონის განვითარებაზე და ხალხის საჭიროებებზე გავლენა არ უნდა მოახდინოს. შესაბამისად, მერები და ჩვენი პარტიის წევრები ესწრებოდნენ ამ შეხვედრებს. დაისახა ის გეგმები, რომელიც ამ კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე, ნაკლებად პრობლემური უნდა იყოს. უფრო სწორად, ამ პრობლემის გადაჭრაში უნდა მიეხმაროს, რა თქმა უნდა, პარტიულ შიდა თემებზე ძალიან კარგი საუბარი გვქონდა. პოზიტიური შეხვედრები იყო. კონკრეტულ შემთხვევებში „ნაციონალური მოძრაობისა“ და გახარიას პარტიის, როგორც მათვე თქვეს და უწოდებენ ამას, პოლიტიკური ქორწინება ხელს ვერ შეუშლის კონკრეტულ რაიონებში იმ გამოწვევებთან ბრძოლას, რაც ძირითადად ჩვენს მოსახლეობას აწუხებს“, - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
გია ხუხაშვილი  - ხელისუფლება ქვეყნის საგარეო კურსთან მიმართებაში საბოტაჟის რეჟიმშია, ეს შეგნებულად კეთდება, სიბრიყვით თუ მენტალური პრობლემების გამო, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან შედეგი კატასტროფულია
Gulf Store-ის მე-100 მაღაზია გაიხსნა
Tether საქართველოს ბაზარზე სტარტაპში CityPay.io ინვესტირებით შემოდის
„სანტე“ მომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობს
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს