მამუკა მდინარაძე ჟურნალისტს - პირველად გავიგე, რომ თურმე იჯარა და მოვლა-პატრონობის ვალდებულება ჩუქება ყოფილა - ხალხს ნუ ატყუებთ ​

პირველად გავიგე, რომ თურმე იჯარა და მოვლა-პატრონობის ვალდებულება ჩუქება ყოფილა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, რომლის მიხედვითაც, პრემიერ-მინისტრმა მეუღლეს ბაკურიანში 6 ათასი კვადრატული მეტრი ტყე 49 წლით სარგებლობაში გადასცა.

მან გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილი უწოდა და განმარტა, რომ მიწებს საკუთრებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დროს გადასცემდნენ.

„ჩუქება იყო ის, რასაც თქვენი პარტიის ხელმძღვანელები აკეთებდნენ. თქვენი პარტიის ხელმძღვანელები რასაც აკეთებდნენ, თურმე ის უნდა გაეკეთებინათ და შემდეგ არ ამოიღებდით ალბათ ხმას, რადგან ისინი საკუთრებაში გადასცემდნენ. ამ შემთხვევაში მოვლა-პატრონობა რომ წერია ის არ გახსოვთ, ჩუქება კი არა, იჯარა რომ წერია, ისიც არ გახსოვთ. მიმდებარე ტერიტორია რომ არის, სადაც რამდენიმე ხეა, მაგრამ ამასაც შეიძლება დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდეს იჯარასთან და მოვლა-პატრონობასთან, ესეც არ გახსოვთ. ხალხს ნუ ატყუებთ და ნუ ცდილობთ მოუყვეთ ის, რაც მართალი არ არის. სიმართლე მოუყევით და თუ სიმართლეში პრობლემა იქნება, შემდეგ ამაზე ვიმსჯელოთ. თავიდანვე ტყუილით იწყებთ“, - განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, "ტვ პირველმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც საქართველოს პრემიერ - მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ცოლს, ნუნუკა თამაზაშვილს, ბაკურიანში 5958 კვ.მ. ტყე აჩუქა.

ლევან ალაფიშვილი - თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი - მისი მაქსიმალური ღიაობა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს
ტრანსფერ ფრაისინგი - გლობალური სტანდარტი ბიზნესის გამჭვირვალობისთვის
როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი გონივრულად?