გია ვოლსკი - „ნაცმოძრაობის“ ერთადერთი ამოცანა ახალი ცხელი წერტილის შექმნაა - კომისიის საკითხის დაყენება, რომელმაც უნდა შეაფასოს მწვალებელი სააკაშვილის მიმართ იყო თუ არა რაიმე კანონი დარღვეული

"ნაცმოძრაობის" ერთადერთი ამოცანა არის ახალი ცხელი წერტილის შექმნა - იმ კომისიის საკითხის დაყენება, რომელმაც უნდა შეაფასოს, მწვალებელი სააკაშვილის მიმართ დაირღვა თუ არა რაიმე კანონი,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, მათი მხრიდან ბოიკოტის შეწყვეტა საზოგადოების ინტერესებით არ არის განპირობებული.

"პარლამენტი ლეგიტიმურია, მუშაობს, დიდი ოპოზიციური პარტიის ყოფნა და საქმიანობაც საშური საქმეა ქვეყნისთვის, ხალხისთვის, მაგრამ არავის ჰქონდეს ილუზია, რომ "ნაცმოძრაობის" შემოსვლა საზოგადოების ინტერესებით არის განპირობებული.

ერთადერთი ამოცანა არის ახალი ცხელი წერტილის შექმნა, იმ კომისიის საკითხის დაყენება, რომელმაც უნდა შეაფასოს თავად მწვალებელი სააკაშვილის მიმართ იყო თუ არა დარღვეული რაიმე კანონი, ამაზე ექნებათ მცდელობები, აქტივობები და არანაირი საპარლამენტო მუშაობა ამაში არ იგულისხმება", - განაცხადა ვოლსკიმ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს