იუსტიციის სამინისტროსთან მოძრაობამ „მიშას სექტორი“ აქცია გამართა

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერმა მოძრაობამ ,,მიშას სექტორი” იუსტიციის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, უკვე ერთი თვეა, რაც რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს არ უშვებენ, შესაბამისად, ისინი მოითხოვენ ექსპრეზიდენტთან პირადი ექიმის შეშვებას, რათა მიიღონ ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

ამასთან, აქციის მონაწილეები მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებას მოითხოვენ.

იუსტიციის სამინისტროდან აქციის მონაწილეები რუსთავის ციხესთან გადაინაცვლებენ, სადაც ასევე მხარდასაჭერ აქციას გამართავენ და სამოქმედო გეგმას დაასახელებენ, რომლის განხორციელებასაც უახლოეს დღეებში გეგმავენ.

,,დღევანდელი აქციის მიზანია იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს შევახსენოთ მისი მთავარი მოვალეობა - დაიცვას ადამიანის სიცოცხლე. მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურკვეველია, უკვე ერთი თვეა არ უშვებენ პირად ექიმს და მოვითხოვთ შეუშვან პირადი ექიმი იმისათვის, რომ გავიგოთ როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ასევე ვითხოვთ მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებას.

ამ აქციის შემდეგ გადავდივართ რუსთავის ციხესთან სადაც ასევე ჩავატარებთ საპროტესტო აქციას და დავასახელებთ მესამე ლოკაციას, ხოლო მესამე ლოკაციაზე გადასვლის შემდეგ „მიშას სექტორი“ საზოგადოებას წარმოუდგენს სამოქმედო გეგმას. ეს გეგმა იქნება მოქმედებაში მოყვანილი კანონის სრული დაცვით, ასევე მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ დაიცვან კონსტიტუცია”, - აღნიშნა ,,მიშას სექტორის” ერთ-ერთმა წევრმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს