კობა ნაყოფია - მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება მწვავე ანემია, ტაქიკარდია, ის ნევროლოგიური პრობლემები, რაც შიმშილობის შედეგად ჰქონდა, დღემდე მოგვარებული არ არის

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, კობა ნაყოფიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს მწვავე ანემია აქვს. აღნიშნულის შესახებ ნაყოფიამ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხდა.

როგორც ნაყოფია აცხადებს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ნევროლოგიური პრობლემები მოგვარებული კვლავ არ არის.

„მას რეალურად აღენიშნება ძალიან მწვავე ანემია, ასევე, აღენიშნება ტაქიკარდია, ის ნევროლოგიური პრობლემები, რაც მას გააჩნდა შიმშილობის შედეგად, დღემდე მოგვარებული არ არის, ყველაფერ ამის ფონზე, მის პირად ექიმს არ უშვებენ და არც უცხოელ ექიმებს, რომლებიც მზად არიან, ჩამოვიდნენ და შევიდნენ მასთან. დღემდე თანხმობა არ არის ექიმების მიხეილ სააკაშვილთან დაშვების საკითხთან დაკავშირებით. მინდა გითხრათ, რომ სრული პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ივანიშვილს და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ეკისრება, ნუ არიან ილუზიებში, რომ ეს ამბავი ასე მარტივად ჩაივლის.

რაც შეეხება სტრასბურგის სასამართლოს, ეს პროცესი მიმდინარეობს, დღეს რაც ხდება მის თავს, ეს არის ჩვეულებრივად არაადამიანური მოპყრობის და წამების გაგრძელება, რადგან ადამიანს ნამდვილად ესაჭიროება სათანადო მკურნალობა, ესაჭიროება, რომ მასთან შევიდეს მისი პირადი ექიმი და მოწვეული იყვნენ სხვა ექიმებიც, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდეს“, - განაცხადა ნაყოფიამ.

მისივე თქმით, სააკაშვილი მხნედ და ოპტიმისტურად არის.

„აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ ძალიან მალე დატოვებს საპყრობილეს და ქართველი ხალხი მალე მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, ამ ქვეყანაში აუცილებლად განხორციელდება ცვლილებები და დაადგება განვითარების გზას“, - განაცხადა ნაყოფიამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო