გია ვოლსკი - უკრაინასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია დაფიქსირებული გვაქვს და მსოფლიოსთვის ცნობილია, თუ ვის გულისხმობს ნებისმიერი სხვა ქვეყანა, რომელიც აკეთებს განცხადებებს

უკრაინასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია დაფიქსირებული გვაქვს და მსოფლიოსთვის ცნობილია, თუ ვის გულისხმობს ნებისმიერი სხვა ქვეყანა, რომელიც აკეთებს განცხადებებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის ინტერესია "შემოიტანოს თემა, რომელმაც შეიძლება ის ტყვია ჩამოასხას, რომელიც მიზანში არ მოხვდება და პირიქით, შეიძლება აქეთ შემოტრიალდეს". ვოლსკი მიიჩნევს, რომ უმრავლესობის მიერ შემოთავაზებული პროექტი ასახავს იმ რეალობას, რაც უკრაინაშია.

"მე არ მაგონდება მსოფლიოს არც ერთი ქვეყნის პარლამენტის რეზოლუცია ამ საკითხთან დაკავშირებით. ასევე საინტერესოა გავითვალისწინოთ უკრაინის პრეზიდენტის და ხელმძღვანელობის ხედვები და მოსაზრებები ამ საკითხზე და თვალყური მივადევნოთ, რამე არ დაშავდეს ისეთი, რაც საქართველოს ინტერესებს დაუპირისპირდება, იმედია კომიტეტის სხდომაზე საქმიანი საუბარი შედგება,"- განაცხადა ვოლსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო