თამარ გაბუნიას განცხადებით, ხვალიდან ამოქმედდება ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ოჯახის ექიმი მასთან რეგისტრირებული კოვიდპაციენტის ბინაზე მართვას უზრუნველყოფს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, 1-ლი თებერვლიდან ამოქმედდება ცვლილება, რომლის მიხედვითაც, თითოეული ოჯახის ექიმი მასთან რეგისტრირებული კოვიდპაციენტის ბინაზე მართვას უზრუნველყოფს.

როგორც გაბუნიამ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ კლინიკების რიცხვი და ექიმების რაოდენობა გაიზარდა, უკეთესი იქნება პაციენტი ოჯახის ექიმს უკავშირდებოდეს.

„ბინაზე ძალიან ბევრი პაციენტი რჩება. ბოლო პერიოდში ონლაინ კლინიკების და ცენტრალურ ონლაინ კლინიკაში ექიმების რაოდენობა გავზარდეთ, თუმცა, უკეთესი იქნება პაციენტი თავის ოჯახის ექიმს უკავშირდებოდეს. უკვე 1-ლი თებერვლიდან ამოქმედდება ცვლილება, რაც დეკემბრის ბოლოს დაიგეგმა ოჯახის ექიმებთან კონსულტაციებზე, რომ ყველას შეუძლია პრიორიტეტულად და უპირატესად თავის ოჯახის ექიმს დაუკავშირდეს. ანუ მართვისთვის პაციენტის მიმაგრება მისივე ოჯახის ექმითან მოხდება, ეს ქსელი სრულად გაიშალა. დეკემბრის განმავლობაში ოჯახის ყველა ექიმმა ტრენინგი გაიარა და ყველა მზად არის იმისთვის, რომ თავისივე პაციენტი მართოს. ამდენად, უკვე ხვალიდან ოჯახის ყველა ექიმს შესაძლებლობა ექნება მასთან მიმაგრებულ პაციენტს გაუწიოს მეთვალყურეობა და მართოს ბინაზე ყოფნის პერიოდში. რიგ შემთხვევაში, ბუნებრივია, კვლავაც საჭირო იქნება პაციენტების გადამისამართება ჰოსპიტალში და აქ, უკვე ოჯახის ექიმი გადააბარებს პაციენტს ჰოსპიტალს“, - განაცხადა გაბუნიამ.

უკრაინაში შედგენილ სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი სვეტლანა მუსიიაკა - სიაში დღეისთვის 19 ათასი ადამიანია, თუმცა ეს საწყისი ეტაპის სამუშაოა და სანქციებზე საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტზე
ქართული პრესის მიმოხილვა 29.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
„ფარმადეპოში“ თურქული მედიკამენტების ასორტიმენტი გაიზარდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ფონდ "ნატვრის ხის" საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
VISA-ს და „ბიბლუსის“ ერთობლივი შეთავაზება მომხმარებელს - 30%-იანი ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე
კომპანია FINA-ს წარმატების ისტორია - 11 წელი ბაზარზე
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, კახეთში სასტუმრო „ისევ ყვარელი“ განახლდა