ფრიდონ ინჯია - უკრაინის თავისუფლებას, ქვეყნის ერთიანობას ვუჭერთ მხარს, გვერდში ვუდგავართ, მაგრამ ფრონტის ხაზზე გამოვიდეთ უკრაინასთან ერთად, არაა საჭირო, ჩვენი ხალხის ინტერესებში არაა

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ შემთხვევაში, როცა ჯერ კიდევ არაფერი არაა გარკვეული, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია ნაადრევია და რაღაც გადაწყვეტილება, რომელსაც პარლამენტი ან მთავრობა ან ხელისუფლება იღებს, იქ უნდა იყოს ჩადებული რა არის ჩვენი ქვეყნისთვის მომგებიანი ან საზიანო, - ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს არსებული ტექსტი კი უფრო საშიშროებას მოიცავს, ვიდრე არის მომგებიანი ქვეყნისთივს.

„როცა ორი დიდი ვეება მონსტრი, ერთმანეთთან არჩევს და იხილავს კონტინენტზე ქვეყნებისა და რეგიონების გადანაწილებას, სადაც ჩვენ არავინ არაფერს გვეკითხება, ამ პოზიციაში ჩვენ რომ ახლა მხარე გამოვიდეთ, მე არ მიმაჩნია მიზანშეწონილად. ის რა მიწერ -მოწერაც მიდის ამ ორ მონსტრს შორის, ნაწილი არის საიდუმლო. ჩვენ არ ვიცით, რაზეა საუბარი. ჩვენ არ ვიცით ამის მიღმა არის კიდევ რაღაც ხელშეკრულება ანდა საიდუმლო საუბარი ამერიკასა და რუსეთს შორის თუ არა. აქ მიდის პირდაპირ ვაჭრობა, მაგრამ ჯერ ეს ვაჭრობაც არ დაწყებულა, ეს არის ურთიერთობების, ხედვების მოთელვა ამერიკასა და რუსეთს შორის. ამ დროს, ჩვენ გამოვდივართ... შეიძლება იმ დახურულ მიმოწერაში ვაჭრობა რომ დაიწყება, მაშინ რაღაცნაირად ჩვენი ინტერესებიც რაღაც იყოს. შეიძლება რაღაც მოგება ვნახოთ, რაღაცას გამოვკრათ ხელი. შეიძლება რაღაც ისე იყოს, რომ აფხაზეთის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის კონტექსტში მოხდეს, რასაც ისინი უკრაინასთან მიმართებით ითხოვენ. ეს საკითხი ნაადრევია. შეიძლება იმ ჩვენს დაკარგულს რაღაც ნაწილი დასაკარგად დაემატოს.

რა თქმა უნდა, უკრაინის თავისუფლებას, ქვეყნის ერთიანობას ვუჭერთ მხარს, გვერდში ვუდგავართ, მაგრამ ფრონტის ხაზზე გამოვიდეთ უკრაინასთან ერთად, არაა საჭირო, ჩვენი ხალხის ინტერესებში არაა. ნურავინ იტყვის, რომ აქ ახმოვანებს ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობის ხმას, რომ წავიდეთ მივიღოთ მონაწილეობა, ვიომოთ. ჩვენ არ გვინდა, რომ ის დაძაბულობა რაც უკრაინაშია, გადმოვიტანოთ აქ. მიმაჩნია, რომ დღეს ჩვენ თავი უნდა შევიკავოთ ყოველი ამგვარი განცხადებებისგან. დაველოდოთ ვაჭრობას, რომელიც ჯერ არ დაწყებულა,“- განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო