მედეა ჯანიაშვილი - მზარდი დინამიკის გათვალისწინებით 2019 წლის ტურისტულ მონაცემებს მალე მივუახლოვდებით

მზარდი დინამიკის გათვალისწინებით 2019 წლის ტურისტულ მონაცემებს მალე მივუახლოვდებით, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, მედეა ჯანიაშვილმა განაცხადა, რითაც მან ტურიზმის აღდგენის დინამიკა შეაფასა.

მისი თქმით, ჩვენ კერძო სექტორთან ერთად 2021 წელს ტურიზმის აღდგენის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვან და პოზიტიურ რეზულტატს მივაღწიეთ.

„აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეს იმ თანმიმდევრული ნაბიჯების შედეგია, როგორიცაა: საზღვრების ეტაპობრივი გახსნა საერთაშორისო ვიზიტორებისთვის, ავიამიმოსვლის აღდგენისთვის განხორციელებული აქტივობები და რაც მთავარია მარკეტინგული კამპანიები, რომელიც საერთაშორისო პლატფორმების გამოყენებით სხვადასხვა მიზნობრივ ბაზარზე ვაწარმოეთ“, - განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, ტურიზმის აღდგენის მზარდი დინამიკიდან გამომდინარე 2019 წლის შედეგებს ქვეყანა მალე მიუახლოვდება.

„ტურიზმის აღდგენის ტენდენცია იმდენად პოზიტიურია, რომ ჩვენ მაღალი მოლოდინი გვაქვს, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადაში შევძლებთ 2019 წლის მონაცემებს მივუახლოვდეთ. 2022 წელი ძალიან მნიშვნელოვანი სტარტი იქნება ამ მიმართულებით. ტურიზმი საქართველოს ეკონომიკაში წამყვანი სფეროა. ამაზე მეტყველებს გასული წლების მზარდი დინამიკა, მათ შორის შემოსავლების მიმართულებით“, - აცხადებს მედეა ჯანიაშვილი.

საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, ტურიზმის სექტორში 2021 წელს მნიშვნელოვანი გაჯანსაღების ტენდენციები დაფიქსირდა. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების აღდგენის დონე დეკემბერში (პანდემიამდე 2019 წლის დეკემბერში დაფიქსირებული საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების) 58% იყო. 2021 წლის ივლისიდან მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების აღდგენის დონე 52%-ს შეადგენს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო