გურამ მაჭარაშვილი - „ნაცმოძრაობამ“ და გახარიას პარტიამ ხელი მოაწერეს და ამბობენ, არ ვართ ცოლ-ქმარიო - ჩვენ ვნახეთ დოკუმენტი

ხელი მოაწერა ცოლ-ქმარმა და ამბობენ, არ ვართ ცოლ-ქმარიო - ძალიან კარგ უნისონში თანამშრომლობენ გახარიას პარტია და „ნაციონალური მოძრაობა", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, შესაძლოა მორიგი „კლოუნადა“ ვიხილოთ.

როგორც უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, პარტია „საქართველოსთვის“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთად ყოფნა კოალიციაში, მანამდეც ფაქტი იყო.

„ჩვენ კი არ ვფიქრობთ, ფაქტი დავადასტურეთ, საზოგადოებას ვუთხარი, რომ ეს არის მოცემულობა - ხელი მოაწერა ცოლ-ქმარმა და ამბობენ, რომ არ ვართ ცოლ-ქმარიო. ჩვენ ვნახეთ დოკუმენტი, რომ ხელი მოწერილია. ამტკიცონ, რომ არ ვართ, ეს მათი საქმეა, ჩვენი ინტერესის სფერო ეს არ არის. რასაც ვამბობთ, სამწუხაროდ უფრო და უფრო მაღალი ხარისხით მტკიცდება, ძალიან კარგ უნისონში თანამშრომლობენ გახარიას პარტია და „ნაციონალური მოძრაობა“. ეს იყო ცხადი, მაგრამ ნელ-ნელა, ეტაპობრივად გვიადვილებენ ამის მტკიცების შესაძლებლობას.

შეიძლება მორიგი „კლოუნადა“ ვიხილოთ. ეს ორგანიზაცია ბუნებით არის ასეთი და ამ ორგანიზაციასთან ნებისმიერ ფორმატში, რომ იქნები კოალიციაში, ეს იმას ნიშნავს, რომ სხვა მიზნები ჰქონდათ ადრე და დღეს ეს უკვე არის გამოხატული“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის